მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ამჯერად გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და ზოგადი უნარების შედეგები ქულები გამოაქვეყნა.
საკუთარი შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:
გარდა შედეგებისა, ცნობილია ამავე საგნების ტესტები და შეფასების სქემები:
გეოგრაფიის ტესტი და შეფასების სქემა
ზოგადი უნარების ტესტი და სწორი პასუხები
ინსტრუქცია: საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge. შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი. პირად გვერდზე გამოსაცდელი ნახავს საკუთარი ნაშრომის ასლსა და კონკრეტულ საგანში მიღებულ პირველად, „ნედლ“ ქულას.
შედეგების გაგება აბიტურიენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ. სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: naec.ge.
აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა. კორონავირუსის გამო ტესტირებები დამატებითი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ