მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ.
ამჯერად გამოწვევას სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი შეუერთდა. დირექტორმა სკოლის დაარსებისა და მისი განვითარების ისტორია გაიხსენა.
„მინდა მივულოცო სკოლის ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს, განათლების სისტემის მუშაკებს, ეს დიდებული იუბილე. დაგეგმილი გვქონდა, 2020 წელი, იანვრიდან დაწყებული დეკემბრით დამთავრებული, დახუნძლული ყოფილიყო ღონისძიებებით, მაგრამ სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ჩაგვიშალა ეს ყველაფერი, თუმცა ვერ მოახერხა მან სასწავლო პროცესის ჩაშლა“.
დირექტორმა დისტანციურ გაკვეთილებში აქტიური ჩართულობისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და სკოლის იუბილე ყველას კიდევ ერთხელ მიულოცა.
იხილეთ ვიდეო20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.