სიახლეები
პიროვნება

„რომ შემომხედოთ, სიარულის მანერა 16 წლის ბიჭივით მაქვს...გული არ ბერდება“
07-08-2020
-
+


ქართული ფოლკლორის მსახურება, წლებია, ვასაძეების ოჯახის ტრადიციაა. ამჯერად, Etaloni.ge- სტუმარი ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხალას კულტურის სახლის ხელმძღვანელი, თემურ ვასაძე გახლავთ - მრავალგზის საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალების ლაურეატი, ოქროსა და ვერცხლის მედლების, ასევე ღირსების ორდენის  მფლობელი,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და ფოლკლორის ეროვნული სახელმწიფოებრივი ლაურეატი.

თემურ ვასაძე 83 წლისაა და როგორც თავად ამბობს, ასაკი სულაც არ უშლის ხელს ცეკვაში. 16 წლის ბიჭივით გამოვიყურებიო - გაგვიმხილა და იმაზეც გვესაუბრა, რატომ წყდება გული, როდესაც გათანამედროვებულ ქართულ ფოლკლორს ხედავს. 

- ხელოვნების სიყვარული მამაჩემისგან გადმოგვეცა მეც და ჩემ ძმასაც... ერთად ვცეკვავდით. ეს ყველაფერი ჩვენი წინაპრებიდან მოდის -  ხელოვნების, ფოლკლორის, ცეკვისა და სიმღერის სიყვარული.  კულტურის სახალხო უნივერსიტეტიც დავამთავრე, ქორეოგრაფიულიც, სამჯერ ვიყავი თბილისში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე...

- იმ დროს უფრო პოპულარული იყო ქართული ფოლკლორი, ბატონო თემურ?

- წლების წინ დიდი მოთხოვნა იყო ქართულ ფოლკლორზე. მე, ის ძირითადი ცხრა მოძრაობა ავიღე და ჩემს ხასიათს მოვარგე, ახლა კი ქართული ცეკვა უკვე ბალეტზე გადაიყვანეს.

- არ მოგწონთ გათანამედროვებული ქართული ცეკვა?

- ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. ეროვნული პრემიის ლაურეატი, დამსახურებული არტისტი ვარ. წლების წინ, ხალას კულტურის სახლის ხელმძღვანელად რომ დავინიშნე, ახლაც არ მიშვებენ ამ თანამდებობიდან... ვაწყობთ სხვადასხვა ღონისძიებას და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ახლა გაჩერებულები ვართ, იმედია, მალე შევუდგებით მუშაობას.

- ადრე განდაგანას სხვა ეშხით ცეკვავდნენ?

- რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფერი  სხვაგვარი იყო... არ გეგონოთ, სიახლეებს ვეწინააღმდეგებოდე, უბრალოდ,რასაც ახლა ვუყურებთ, ეს ფოლკლორი აღარაა, რაც ძალიან სამწუხაროა.

- რამდენად მნიშვნელოვანია წარმომავლობა ქართულ ცეკვაში, ბატონო თემურ. ამბობენ, განდაგანას სხვა კუთხის შვილი ისე ვერ იცეკვებს, როგორც აჭარელიო.

- გეთანხმებით, ნამდვილად ასეა. წარმომავლობა ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია. სხვათა შორის, ადრე, როდესაც გასტროლებზე მივდიოდით ხოლმე, აფხაზები აფხაზურს ცეკვავდნენ, სვანები სვანურს, განდაგანასა და ხორუმს კი - აჭარლები.

მაშინაც ძალიან უყვარდათ ქართული ფოლკლორი, ახლა კი შეუძლებელია არ აღვნიშნო, თუ რამხელა ყურადღება ეთმობა ამ ყველაფერს, თუნდაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან. მადლობის მეტი, მართლაც, არაფერი გვეთქმის.

- როგორი ქორეოგრაფი ხართ?

- არც ჩემი შვილები გამილახავს და არც სხვისი... არ ვარ ასეთი მიდგომების მომხრე. სხვათა შორის, ადრე ექიმმა მითხრა, შეეშვი ამ საქმესო... იცით, ქორეოგრაფები ყვირილით გულს იმაგრებენ, მე კი ასე არ შემიძლია.

- 83 წლის ხართ, ცეკვავთ ისევ?

- მაინც ვცეკვავ! რომ შემომხედოთ, სიარულის მანერა 16 წლის ბიჭივით მაქვს. გული არ ბერდება და კიდევ ის მახარებს, რომ ახალგაზრდებს უყვართ ქართული ცეკვა.

- დროსთან ერთად აჭარულის ფორმაც შეიცვალა, თქვენ თუ მოგწონთ?

- ჩაცმულობა თანდათან იცვლება, როგორც სამოქალაქო, ისე სასცენო... ჩანჩურა არ უნდაიყოს ადამიანი. სამოსი ტანზე მორგებული რომ გაქვს, უფრო კარგად იცეკვებ. ჩანჩურა ტანსაცმლით კი მოცეკვავე სწორ ხაზზეც ვერ გაივლის.

- რას უსურვებთ თქვენ მოსწავლეებს?

- ჯანმრთელობასა და გამძლეობას ვუსურვებ, ასევე ჩემი სახელის მოფრთხილებას. არ დაკარგონ ის, რაც აქამდე მოგვიტანია - გაუფრთხილდნენ ფოლკლორს.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...