მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N108 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, დირექციამ, პედაგოგიურმა საზოგადოებამ, მოსწავლეებმა და მშობლებმა ღირსეულად დაძლიეს ყველა ის გამოწვევა, რაც მიმდინარე სასწავლო წელს ახლდა.
დღეს კი, თბილისის N108 საჯარო სკოლის დირექცია, კურსდამთავრებულებს ულოცავს ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.
„გისურვებთ წინსვლასა და წარმატებულ სტუდენტურ წლებს. მჯერა, საქართველოს, თქვენი სახით, პატრიოტი, ღირსეული და განათლებული მამულიშვილები ეყოლება. განსაკუთრებით, გვინდა მივულოცოთ წარმატება სკოლის ოქროსმედალოსან მოსწავლეებს: ქეთი სარდლიშვილს, ქეთი ალადოშვილს, მარიამ წიკლაურს.
თქვენ შეძელით სკოლაში მიღებული ცოდნის წარმატებული გამოყენება - ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი აჩვენეთ. მადლობა თქვენ, ჩვენი შრომის დაფასებისთვის. მადლობა პედაგოგებსა და მშობლებს თქვენს აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის.
„გულმა გონიერმა“ გიწინამძღვროთ თითოეულ თქვენგანს“, - ნათქვამია თბილისის N108 საჯარო სკოლის მილოცვაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა