მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლე დიმიტრი გულუა ათასლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდა. ის მათემატიკური კონკურსის გამარჯვებულია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან სწავლის სრული დაფინანსება დაიმსახურა.
დიმიტრი გულუა მონაწილეობდა მათემატიკურ კონკურსში Mvector, რომელიც „ქართუს“ სპონსორობითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა. მონაწილეებს მუდმივად ეძლეოდათ დავალებები. მეორე ტურის შემდეგ გამოვლინდა 18 გამარჯვებული და მათ შორის, დიმიტრი გულუა, ახალაბასთუმნის მე-10 კლასის მოსწავლე. მან საჩუქრად მიიღო 1000 ლარიანი ვაუჩერი და თუ უმაღლესი განათლების მიღებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადაწყვეტს, ის სრული დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას. წარჩინებული მოსწავლე ასევე უფასოდ იცხოვრებს უნივერსიტეტის საცხოვრებელშიც.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა