მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით პედაგოგებს სტატუსის ამაღლების საფეხურები განესაზღვრათ. თუმცა არანაკლებ საინტერესოა ამავე დოკუმენტის მიხედვით მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის წესი.
რა შემთხვევაში უჩერდება პედაგოგს სტატუსი და როგორ შეუძლია შემდეგ მისი აღდგენა?
უფროსი, წამყვანისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. როდესაც პედაგოგი სკოლასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს, დირექცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მისთვის მასწავლებლის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით მიმართავს.
სტატუსის შეჩერების შემდეგ მასწავლებელი მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც დადებს ახალ შრომით ხელშეკრულებას.
პედაგოგმა რომ სტატუსი აღიდგინოს, ამისთვის აუცილებელია ისევ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება.
მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ჩერდება და აღდგება შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე. შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ასახოს ელექტრონულ სისტემაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება