სიახლეები
ეტალონი

''სენაკის ეტალონი მოსწავლე'' მომავალ ''ეტალონელებს'' რჩევებს აძლევს
02-10-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად, ‘’სენაკის ეტალონი მოსწავლე’’ გამოვლინდა. 

ღონისძიება სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა და მას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, სენაკის გამგეობის განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი ირმა კუპრეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია, სენაკის მე-7 სკოლის დირექტორი ბიძინა ტაბაღუა, სენაკის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიებაზე სიმღერა საქართველოზე შეასრულა გიორგი ცისკაძემ, ხოლო ლექსები ''წუხელის ბიჭი დაბადებულა'' და ''გურიის მთები'' მხატვრულად წაიკითხეს სენაკის N7 სკოლის მოსწავლეებმა მერაბ ლატარიამ და რეზი ხურციამ. 

''სენაკის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს კერძო სკოლა ''მარიოტას'' მე-10 კლასის მოსწავლე ალექსი შურღაია დაეუფლა. 

ალექსი შურღაია Etaloni.ge - ს თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს და მომავალ ''ეტალონელებს'' რჩევებს აძლევს:

‘’გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. ვერც წარმომედგინა, თუ ‘’სენაკის ეტალონი მოსწავლე’’ გავხდებოდი. აღფრთოვანებული ვარ. ‘’ეტალონში’’ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამ ეტაპზე ინტელექტ-შეჯიბრმა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მომცა. მომავალ ‘’ეტალონელებს’’ ვურჩევდი, რომ ნევრიულობის და შიშის ფაქტორის გამო თავი არ შეიკავონ პასუხის დაფიქსირებისგან. იყვნენ რისკიანები.’’

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე აღნიშნავს, რომ ინტელექ-შეჯიბრი მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაციას უზრდის:

''ძალიან კმაყოფილი ვარ ღონისძიებით. ''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი, ნამდვილად ღირსეულად უძღვება ამ  მამულიშვილურ საქმეს. ამისთვის კი ყველასგან დიდ მადლობას იმსახურებს. ინტელექტ-შეჯიბრი მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაციას უზრდის. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.''

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია მადლობას უხდის ‘’ეტალონის’’ შემოქმედებით ჯგუფს:

‘’სენაკის ეტალონი მოსწავლის’’ გამოვლენის ღონისძიებაზე ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ‘’ეტალონი’’ არის ეროვნული, სახალხო პროექტი. ყველა ჩართულია მასში: მოსწავლე, პედაგოგი, მშობელი. მადლობა მინდა გითხრათ ‘’ეტალონის’’ შემოქმედებით ჯგუფს. ‘’

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა ინტელექტ-შეჯიბრს საუკეთესოს უწოდებს:

‘’ეტალონი’’ საუკეთესო ინტელექტ-შეჯიბრია. პროექტი საინტერესოა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. მეც მიოცნებია, რომ პატარა ვიყო და ‘’ეტალონში’’ ვიღებდე მონაწილეობას. მადლობა ბატონ გოჩას და უწმინდეს და უნეტარეს ამ პროექტის ლოცვა-კურთხევისთვის. ‘’ეტალონი’’ არის ჩვენი მომავალი თაობისთვის მოტივაცია. მოსწავლეები სწავლობენ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ სწორად, როგორ უნდა გაიღმავონ განათლება. ინტელექტ-შეჯიბრი მხოლოდ განათლების მხრივ არ არის მნიშვნელოვანი, იგი ასევე აყალიბებს მოსწავლეებს შორის მეგობრობას, გუნდურობას. ‘’ეტალონი’’ ყველანაირად პოზოტიური პროექტია.’’

სენაკის გამგეობის განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი ირმა კუპრეიშვილი აღნიშნავს, რომ ''ეტალონში'' ჩართულობა წელს უპრეცედენტოდ მაღალი იყო: 

''აღტაცებულები ვართ ამ პროექტით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ''ეტალონს'' ალტერნატივა არა აქვს. მოსწავლეთა ჩართულობა იყო უპრეცედენტო. 24 სკოლა ჩაერთო, სულ 75 მოსწავლე. ეს კი ძალიან სასიხარულოა. ბატონი გოჩა ყოველ წელს ახალი, კრეატიული იდეებით გამოირჩევა, რაც პროექტის მიმართ ინტერესს ზრდის. ამჯერად, მან მშობლებს უპრეცედენტო პროექტი შესთავაზა, რაც მათ ჩართულობას გაზრდის და თავისთავად, სწავლის დონესაც აამაღლებს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ყველაფრისთვის. ჩვენ ყოველწლიურად აუცილებლად ჩავერთვებით ამ პროექტში.''

სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდიას თქმით, ‘’ეტალონმა’’ სენაკელებს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა:

„ეტალონმა’’ სენაკელებს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა. ჩვენი მოსწავლეები ნამდვილად ბედნიერები იყვნენ, ასევე დიდ სიხარულს გამოხატავდნენ მასწავლებლებიც. ისინი თავიანთი შრომის შედეგს ხედავდნენ. განსაკუთრებით მომეწონა ახალი პროექტი izrune.ge. ინტელექტ-შეჯიბრი მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს უღვივებს სწავლის სურვილს და ზრდის მათ მოტივაციას. ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა ‘’ეტალონის’’ შემოქმედებით ჯგუფს.“

სენაკის N7 სკოლის დირექტორი ბიძინა ტაბაღუა აღნიშნავს, რომ ინტელექტ-შეჯიბრი მოსწავლეებს ცოდნის რეალიზებასა და თავის წარმოჩენაში ეხმარება:

„ეტალონი’’ ეს არის ეროვნული პროექტი, რომელიც მთელ ქართულ ტელესივრცეში უნდა იყოს.  ინტელექტ-შეჯიბრი მოსწალეებს თავიანთი ცოდნის რეალიზებასა და თავის წარმოჩენაში ეხმარება. 2016-2017 სასწავლო წლის ‘’სენაკის ეტალონი მოსწავლე’’ და ფინალში საპრიზო ადგილის მფლობელი სწორედ ჩვენი სკოლიდან იყო. ეს შეჯიბრი მაღალ დონეზეა ორგანიზებული. მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გოჩას და მთელ შემოქედებით ჯგუფს იმ მამულიშვილური საქმისთვის, რასაც აკეთებენ. ახალ პროექტს(izune.ge) კი, ვფიქრობ მართლაც დიდი რეზონანსი ექნება. თქვენი აქტიური გულშემატკივარი ვარ.“

''სენაკის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ალექსი შურღაია ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება