მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Etaloni.ge-ს სტუმარი აბაშის მუნიციპალიტეტის, მარნის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა სამუშია გახლავთ, რომელიც მეთორმეტე კლასში გადავიდა და თუ მისი ბეგრაუნდით ვიმსჯელებთ, ოქროს მედლის კანდიდატიც არის. საბა 2018-2019 წლის ეტალონი მოსწავლეცაა, თუმცა მასთან ინტერვიუს ჩაწერა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მარნის საჯარო სკოლის წარმატებული მეთორმეტეკლასელი, მეორე წელია აბიტურიენტებს ისტორიაში ამზადებს და წელს ეროვნულ გამოცდებზე გზა 13 კურსდამთავრებულს დაულოცა. როგორ ცხოვრობს და რას აპირებს სამომავლოდ - Etaloni.ge-ს მარნის საჯარო სკოლის მოსწავლე, საბა სამუშია ესაუბრება.
- მადლობა რომ დაინტერესდით ჩემით, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ სხვებისგან განსხვავებული ახალგაზრდა ვარ... უბრალოდ, ჩემი ცხოვრებისეული მოთხოვნილებები მაქვს და ადრენალინის მიღების ერთ-ერთი საშუალებაა სხვადასხვა ღონისძიებაა თუ კონკურსში მონაწილეობა და შემდეგ გამარჯვება.
ის, რომ მარნის საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ, უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.
- რას გულისხმობ?
- რაც უნდა უარვყოთ, ქალაქისა და სოფლად მცხოვრები მოსწავლეების ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია; წვდომაც განსხვავებულია ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლების საშუალებებთან და მე რომ მარნის საჯარო სკოლიდან ვარ, შესაბამისად, რაღაც წარმატებებს ვაღწევ, ორმაგად საამაყოა ჩემთვის.
წელს 13 აბიტურიენტი მყავდა, ისტორიის გამოცდაზე საკმაოდ მაღალი - +50 ქულაც მიიღო ერთმა მათგანმა.
- თავადაც ამ მიმართულებით აპირებ სწავლის გაგრძელებას?
- გამორჩეული საგანი არ მაქვს, ყველას ერთნაირად ვსწავლობ, მაგრამ ჰუმანიტარული საგნები ძალიან მიყვარს. ზოგადად, ვცდილობ, სხვადასხვა პროექტში ჩართულობით ის სტერეოტიპი დავანგრიო, რომ სოფლად მცხოვრებ ბავშვებს ხელი ნაკლებად მიუწვდებათ სხვადასხვა პროექტზე. მინდა, ნიჰილიზმი გავუქრო, მაგალითი მივცე და ვუთხრა, რომ მათაც იგივე შესაძლებლობები გააჩნიათ, როგორც სხვა ბავშვებს და არავისგან არიან განსხვავებულები.
- შემდეგ როგორ აპირებ საკუთარი თავის რეალიზებას?
- ბავშვობიდან გადაწყვეტილი მაქვს, ვყოფილიყავი არა მხოლოდ სოფლის, არამედ მუნიციპალიტეტის დამხმარე და გვერდით მდგომი... ძალიან ცუდია, ახალგაზრდები მშობლიურ სოფელს რომ არ უბრუნდებიან და სიმართლე გითხრათ, მეც ვფიქრობ, ქალაქიდან მეტად შევძლებ, დავეხმარო მშობლიურ სოფელს. ნამდვილად არ ვიცი, სად ვიცხოვრებ, მაგრამ სწავლის გაგრძელებას უცხოეთში ვაპირებ, ოღონდ საცხოვრებლად იქ ვერ დავრჩები და ვფიქრობ, ის ცოდნა, გამოცდილება, შესაძლებლობა რაც მექნება და თუ მექნება, აუცილებლად ჩემ ქვეყანასა და სამშობლოს მოვახმარო, ესაა ჩემი კრედო - დავბრუნდე საქართველოში!
- აბიტურიენტების მომზადება რთულია და საპასუხისმგებლო, ხომ?
- ეს ჩემი ინიციატივა ნამდვილად არ ყოფილა - არსებობს ჯგუფები აბიტურიენტებისთვის, სადაც სხვადასხვა საგანში იდება რეკომენდაციები და ბავშვები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. მე ვქმნი ანიმაციებს, ცხრილებს, პროექტებს, სტრატეგიებს... და ეს რომ ნახეს, იმდენად მოეწონათ, მთხოვეს დამეწყო აბიტურიენტების მომზადება. შეთავაზება გამოწვევასავით მივიღე და დაახლოებით ორი თვის შემდეგ, მივხდი, მხოლოდ ცოდნას ვუზიარებდი, არამედ, სწორ აქცენტებს ვაკეთებდი - უფრო მეტად რაზე უნდა გაემახვილებინათ ყურადღება. ამ ყველაფერმა გაამართლა და წელს იმდენად მაღალი ქულები დადეს, ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი...
- გაისად თავად იქნები აბიტურიენტი.
- ასეა და სიმართლე გითხრათ, არც ერთ საგანში არ ვაპირებ მომზადებას.
- როგორც ვიცი, „ეტალონი მოსწავლე“ ხარ.
- „ეტალონის“ სპეციფიკა იქიდან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ ცოდნაზე არ არის დამოკიდებული - ლოგიკურ აზროვნებასა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას გვასწავლის. ამიტომ, ჩემთვის ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა დიდი გამოცდილება იყო და პოპულარობის მხრივაც ძალიან დამეხმარა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ