სიახლეები
სიახლეები

რას სთხოვს მასწავლებელსა და დირექტორს ახალი სქემა - სასწავლო წლის მანძილზე შესასრულებელი მოვალეობები ციფრებში
09-08-2020
-
+


მასწავლებლებისა და დირექტორისთვის განსაზღვრული მოვალეობები ახალი სქემის მიხედვით - ეს ჩამონათვალი ციფრებში საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დაითვალა. როგორც ელზა ბადაშვილი აჯამებს, პედაგოგებსა და სკოლის ხელმძღვანელებს საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გამოსდით წლის განმავლობაში. 

„ეს მხოლოდ ის ჩამონათვალია, რაც მასწავლებელმა სასწავლო წლის მანძილზე უნდა შეასრულოს. აქ წინსვლისთვის ჩასატარებელი აქტივობები არ წერია. ბოლო ცვლილება, რომელმაც მთლიანად შეცვალა სქემა, 2020 წლის 26 ივნისის მთავრობის დადგენილება # 390 „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ მუხლი 4.1.

გავშიფროთ, რას სთხოვენ მასწავლებლებს - მათემატიკის მასწავლებელს რომ ქონდეს სრული დატვირთვა18-20 საათი, უნდა შევიდეს 4 კლასში (კვირაში 2 საათიანი საგნის დატვირთვის მასწავლებელი უნდა შევიდეს 9 კლასში)

1. სასწავლო წლის დასაწყისში უნდა გააკეთოს თვითშეფასება;
2. უნდა შეადგინოს 4 კლასისთვის კურიკულუმი საგნობრივი სასწავლო გეგმა;
3. საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის (მაგ. მე-7 კლასის მათემატიკა შედგება 74 თემისაგან), ფარგლებში ჩაატაროს განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება);
4. თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში(74 თემატური ერთეული) განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთოს პროფესიული საჭიროებები და უზრუნველყოს გეგმის განვითარების დინამიკა;

ყოველ დღე 4 გაკვეთილს რეფლექსიას რამდენი დრო დაჭირდება? ( არ განიხილება მომავალი დღის გაკვეთილის დაგეგმვა, სასწავლო რესურსის შექმნა/მოძიება და ა.შ.)

5. წლის მანძილზე მასწავლებელს ჩასატარებელი აქვს 9 შემაჯამებელი დავალება ანუ სულ 4 კლასში 36 კომპლექსური შემაჯამებელი დავალება. ამას უნდა წინასწარ მომზადება, შეფასების რუბრიკების გაკეთება,მერე შემოწმება,(საშუალოდ კლასში 29-30 მოსწავლეს თუ ავიღებთ 120 მოსწავლე) 120 მოსწავლის 36 შემაჯამებელი გამოდის და 1080 ნაშრომია გასასწორებელი, შემდეგ ანალიზი გასაკეთებელი (ამას ცალკე მოითხოვს ესგ). აქ უნდა აღინიშნოს კვირაში 2 საათიანი საგნები, ეს პედაგოგები მუშაობენ 9 კლასთან ანუ 270 მოსწავლესთან,მათ საგნებში არის 5 შემაჯამებელი დავალება 1350 შემაჯამებელი დავალება აქვთ გასასწორებელი.

6. უფროსი მასწავლებელის ვალდებულებაა ს/წლის მანძილზე ჩაატაროს 3 გაკვეთილი,წამყვანმა -2 და მენტორმა 1, რომელსაც უნდა დააკვირდეს დირექტორი ან ხარისხის განვითარების და მხარდაჭერის ჯგუფი.

7. სასწავლო წლის განმავლობაში, უნდა გაიარონ ტრენინგები:

ა) უფროსი მასწავლებელი -20 საკონტაქტო საათი;
ბ) წამყვანი მასწავლებელი - 12 საკონტაქტო საათი;
გ) მენტორი მასწავლებელი - 6 საკონტაქტო საათი;

8. სემესტრის და ს/წლის ბოლოს პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების შედეგების განხილვა უნდა მოხდეს დირექტორთან ,რომელიც აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს.
9. ამას კიდევ დამატებული „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით“ გათვალისწინებული მოთხოვნები (სგმკს მინისტრის 2020 წლის 30 ვნისის #67/ნ ბრძანება) “ - აღნიშნავს ბადაშვილი ფეისბუქ პოსტში. 

რაც შეეხება სკოლის ხელმძღვანელის წლიურ ვალდებულებებს, ბადაშვილის გამოანგარიშებით, დირექტორის მოვალეობები არითმეტიკაში ასეთია:  


„ახლა დავითვალოთ სკოლის დირექტორის (რომელიც არ არის აუცილებელი რომ იყოს პედაგოგი) ვალდებულებები,
- ქალაქის საშუალოდ 1000 ბავშვიან სკოლაში მუშაობს დაახლოებით 80 მასწავლებელი, აქედან უმრავლესობა უფროსი მასწავლებელია ვთქვათ 70, მათ უნდა ჩაატარონ 70*3= 210 გაკვეთილი დავუმატოთ წამყვანი/მენტორის 20/10, დირექტორი დაახლოებით 240 გაკვეთილს უნდა დაესწროს, ს/წელში არის 170 სასწავლო დღე. სემესტრის დასაწყისს და ბოლოს თუ გამოვრიცხავთ 140 დღე , დაახლოებით ყოველ დღე უნდა დაესწროს 2 გაკვეთილს,თუ ხარისხის ჯგუფი ყავს ან თავადაც აქვს საათები, თავიანთი გაკვეთილები უნდა გააცდინონ.

სემესტრის და წლის ბოლოს უნდა მოისმინოს 80 მასწავლებლის ანგარიში და მისცეს უკუკავშირი, სულ უნდა 160 ცალი უკუკავშირი.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება დასაოქმებელი.

არ არის გაწერილი ინსტრუმენტები თუ მასწავლებლებმა ეს ვალდებულებები არ შეასრულეს - რა ხდება?

თუ შევაჯამებთ სქემას არსად არაა ნახსენები მოსწავლის შედეგი. მასწავლებელი მუშაობს საკუთარ განვითარებაზე, თვითშეფასებაზე, რეფლექსიაზე, დადის ტრენინგებზე და იმისთვის რომ მოემატოს ხელფასი. სხვა სარგებელი მას არა აქვს.

ვფიქრობ რომ მასწავლებლის კარიერული ზრდა პირდაპირპროპორციულად უნდა იყოს მიბმული მოსწავლის შედეგზე, უნდა ჩამოყალიბდეს “ეროვნული შეფასების სისტემა”,რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს,რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ესგ-ით დადგენილ მოთხოვნებს.

უნდა აღინიშნოს რომ სქემაში ჩართვა ყოველვის ნებაყოფლობითი იყო კერძო სკოლებისთვის, ამ ახალი დადგენილებით კი მათთვისაც სავალდებულო გახადეს, ამ დროს სტატუსის დანამატებს კერძო სკოლის მასწავლებლებს არ აძლევენ. ვფიქრობ რომ კერძო სკოლის მასწავლებლებისთვის და არა სკოლებისთვის, სქემაში ჩართვა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ხოლო ვინც ჩაერთვება აუცილებლად უნდა მიეცეს დანამატი“ - წერს ბადაშვილი საკმაოდ ვრცელ ფეისბუქ სტატუსში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება