მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მას შემდეგ, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ სასწავლო წელი ჩვეულებრივ - 15 სექტემბერს დაიწყება და გაკვეთილებიც საკლასო ოთახებში ჩატარდება, ბუნებრივია, უკვე აქტიურად დაიწყო საუბრები იმაზე, პანდემიის ფონზე, რა პრინციპით აღდგება სასწავლო წელი და რა რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ სკოლებს; მით უმეტეს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა - ამირან გამყრელიძემ უკვე აღნიშნა, რომ ერთ ოთახში ოცი ბავშვი ვერ იჯდება, რაც ავტომატურად, ნიშნავს - საჯარო სკოლებს დღის წესრიგში ბევრი ცვლილების შეტანა მოუწევთ და მასწავლებლებიც, ვალდებულნი იქნებიან, გარკვეულ წესებს დაემორჩილონ.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტრუქტურები ჯერ კომენტარს არ თუ ვერ აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რა წესების დაცვა მოუწევს პედაგოგიურ საზოგადოებას, არსებული რეალობიდან თუ დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული პროგნოზების გაკეთება უკვე შეგვიძლია და ერთ-ერთი მათგანი - დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაა.
ამ მოცემულობით, მასწავლებელი ვალდებული იქნება, გაკვეთილის მიმდინარეობისას, პირბადე ეკეთოს, შესაბამისად, ახალი მასალის ახსნა თუ მოსწავლეების გამოკითხვაც ამ ატრიბუტით მოუწევს და უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პრობლემებს თავისთავად შექმნის. პირბადე ხმასაც ახშობს და პედაგოგებს მოსწავლეების მობილიზებაც საკმაოდ გაუჭირდებათ.
შესაბამისად, ჯანდაცვისა და განათლების სტრუქტურებს კიდევ ერთხელ მოუწევთ, ზედმიწევნით გააანალიზონ პრევენციული ღონისძიებების თავისებურებები და რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი - დაახლოებით ერთ თვეში, როგორც თავადვე გვითხრეს, სასწავლო პროცესი იწყება და დღემდე რომ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, ეს, როგორც მინიმუმ, უხერხულია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრის ბიოგრაფია, ისაუბრეს მისი შემოქმედების თავისებურებაზე
მოსწავლეებმა ლექსებით მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას 3 და 8 მარტი