მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დაბა მესტიის N3 სკოლას ესტუმრა.
გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის ''მესტიის ეტალონ მოსწავლეს'' ლილე ფილფანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.
სპეციალურ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი და გამგეობის თანამშრომლები, სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ, მოსწავლეებმა წაიკითეს ლექსები. გოჩა ტყეშელაშვილს კი სკოლის წარმომადგელებმა სიმბოლური საჩუქარი - წიგნი გადასცეს.
შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
დაბა მესტიის N3 სკოლის წარმომადგენლობა მადლობას უხდის პროექტის ავტორსა და წამყვანს ასეთი გულწრფელი და უშუალო დამოკიდებულებისათვის:
''სწორედ ასეთი დღეები უხალისებს, ულამაზებს და მოტივაციას უმაღლებს მომავალ თაობას.'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.