მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის კედელზე მე-20 საუკუნის ცნობილი დიდი ქართველი პოეტის, ზურაბ გორგილაძის ლექსის „ჩაუმქრალი სანთლები“ იგივე „ჰოიდა ნანას“ საზეიმო გახსნა მოეწყო.
ლექსი კალიგრაფიულად ახალგაზრდა რუსთაველმა კალიგრაფმა ვაჟა ერემეიშვილმა გადაწერა, აღნიშნული ნაშრომი კი კედელზე თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების „დედაენის“ მასწავლებლის მერი დიასამიძის მეცენატობით გამოიფინა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ექიმი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე და ზურაბ გოგოლაძის პრემიის ლაურეატი მერაბ კვიცარიძე, ზურაბ გორგილაძის ოჯახის წევრები, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ზაზა ლომინაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი ნესტან ბაგაური; კალიგრაფი ლეილა ბაღბაია; კალიგრაფი დავით მაისურაძე, ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პროექტების კოორდინატორი ეკა კვირტია; ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პიარ მენეჯერი ანუკა გაბრიაძე; ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლის „გაკვეთილები საზღვრების გარეშეს“ პედაგოგი, ია ჯღარკავა.
ჟურნალისტ შალვა კამლაძის საავტორო პროექტის „ლექსი კედელზე“ ფარგლებში, უკვე მე-9 კალიგრაფიული ნაშრომია წარმოდგენილი. „ლექსი კედელზე“-ქართული კალიგრაფიის ნიმუშებით უკვე 4 წელია აცნობს საზოგადოებას ქართულ და უცხოური პოეზიის ნიმუშებს. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის არსებობის მანძილზე ზურაბ გორგილძის ლექსი არის ყველაზე მასშტაბური მისი მოცულობით, ასევე ის პირველი ლექსია, რომელიც საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულების კედელზე განთავსდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს