მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ, რომ იყოს ახალი სასწავლო წელი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეების სასექტემბრო სურვილები და მოლოდინები:
"ალბათ, ყველა ბავშვს უოცნებია სასწავლო, პროცესის შეფერხებაზე და გახანგრძლივებულ არდადეგებზე, თუმცა covid-19-მა ყველაფერი შეცვალა და ჩვენ ყველა მიგვახვედრა, რომ ძალიან კარგია, როდესაც ზარის დარეკვის დროს ერთად ვიკრიბებით ჯგუფში, ერთმანეთს ვუღიმით და ველით მასწავლებელს. ერთად ვცელქობთ, ერთად გვიხარია გაკვეთილების დამთავრება და ჟრიამულით შინ დაბრუნება. მე და ჩემი კლასელები წელს აბიტურიენტები ვართ, იმედია, სწავლა ჩვეულ რეჟიმში დაიწყება და ამის დიდი იმედი მაქვს, რადგან მინდა კარგად მომზადებულები შევხვდეთ ეროვნულებს" - ანამარია გულბიანი.
"ჩემი და ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა მოსწავლის ყველაზე დიდი სურვილია, სექტემბერში სასწავლო პროცესი დაიწყოს და განხორციელდეს სკოლებში და არა დისტანციურად"-მარიამ ონიანი.
"სასექტემბროდ, პირველ რიგში, უდიდესი მოლოდინი მაქვს, რომ სკოლა დაიწყება ყველანაირი დისტანციური და შერეული სწავლების გარეშე, ასევე ერთ წელიწადში აბიტურიენტი გავხდები და იმედია, სექტემბრიდან უფრო მობილიზებული და მონდომებული ვიქნები..."-ანა ჩეგიანი.
"მინდა, რომ სექტემბერში ჩვეულებრივად განახლდეს სასწავლო წელი და შემართებით შეუდგეთ სწავლას. საქართველოში მშვიდობა იყოს, პანდემია წარსულს ჩაბარდეს და მჯერა, რომ ასე იქნება, რომც ასე არ იყოს, შემართებით შევუდგები სწავლას, რათა 2021 წლის ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩავაბარო"-ნიკა ავალიანი.
"ჩემი სასექტემბრო მოლოდინებია ისევ ძველებურად ვიარო სკოლაში და ეს ვირუსი ისევ თავს არ გამოიჩენს" - ბექა ხაბულიანი.
წერილი გამოგზავნილია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მეათე კლასის მოსწავლე, ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა - მის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ მაგრამ ვერ შეძლეს
სტუდენტებისთვის დაიწყო 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა, რომელიც 7 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ხატვა, როგორც თერაპიის ერთ-ერთი სახე, მოსწავლეებისთვის იქცა დადებითი ემოციების წყაროდ“
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას