მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ, რომ იყოს ახალი სასწავლო წელი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ცერცვაძე:
"ქართული კულტურის, ტრადიციების წიაღში ვიზრდებოდი, ვიზრდები, ვყალიბდები პიროვნებად. არ იქნება სწორი თუ ვიტყვით, რომ პედაგოგის სურვილი და მოლოდინი მხოლოდ სასწავლო წლის დაწყებით შემოიფარგლება. ჩვენი ფიქრი და მისწრაფება მოსწავლეებს ემსახურება. ოთარ ჭილაძეს დავესესხები,რომელმაც თქვა: "ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია". ამ ადამიანს ვქმნით ჩვენ - მშობლები, პედაგოგები და გარემო. შესაბამისად, როგორც მშობელს და მასწავლებელს, გათავისებული მაქვს ვალდებულება, ჩემი შვილი თუ მოსწავლე ქართულ გზას, კულტურას, ღირებულებებს არ ავაცდინო და მრავალსაუკუნოვან, სისხლით მოსულ ერს პირვანდელი სახე შევუნარჩუნო. ვფიქრობ, ჩვენს მოლოდინს სურვილის მსგავსი დასასრული ექნება იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეებში ღირებულებების (პიროვნული, შრომითი, კულტურული, ტრადიციული და შინაგანი) ჩანერგვა-განვითარებას შევუწყობთ ხელს, როგორც მშობელი ასევე მასწავლებელი. არ დაგიმალავთ და ჩემი მოლოდინი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გაორმაგებულია. ათი წლის განმავლობაში მასწავლებლის სტატუსით შევაბიჯებდი პატარა, სიყვარულით გამთბარ სკოლაში. დღეს მშობელიც ვარ. დედა და მისი ცნობისმოყვარე, ენაწყლიანი გოგონა ერთად ჩავებმებით სასკოლო ფერხულში. ოჯახიდან დაწყებული ღირებულებების გათავისება-გაჯერება სასკოლო ცხოვრებაში გაგრძელდება, რაშიც ჩემი თანაგუნდელები დამეხმარებიან. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლის ინტერესებიდან ამომავალი პედაგოგის სურვილი და მოლოდინი ემთხვევა შედეგს. მათ წარმატება-წარუმატებლობაში გარკვეული ოდენობით ჩვენც ვმონაწილეობთ".
წერილი გამოგზავნილია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.