მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N6 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანმა მოსწავლემ, მარიამ მახაჭაშვილმა ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგები აჩვენა. მას ბიოლოგიის ტესტში 70-დან 70 ქულა მიიღო, ასევე უმაღლესი შეფასება აქვს უცხოურ ენაშიც. ეს ინფორმაცია Etaloni.ge-ს თავად სკოლიდან მოაწოდეს.
აქვე აღსანიშნავია, რომ მარიამ მახაჭაშვილმა ქიმიის ტესტში 75-დან 67 ქულა აიღო და ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, სასურველ ფაკულტეტზე საკმაოდ მაღალი ქულებით მოხვდება. იგი სამედიცინო მიმართულებაზე აბარებს და მომავალ ექიმს მშობლიური სკოლა წარმატებებს უსურვებს.
როგორც ირკვევა, N6 საჯარო სკოლის კიდევ ერთმა ოქროსმედალოსანმა - ანანო კუხალაშვილმა, რომელიც აბარებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე, უცხოური ენის (ინგლისური) გამოცდაზე 80-დან 80 ქულა აიღო, ვერცხლისმედალოსანმა ანა მოწონელიძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-დან 65 ქულა დაიმსახურა, ხოლო ამავე სკოლის კიდევ ერთმა წარმატებულმა მოსწავლემ - საბა ძიგრაშვილმა, ისტორიის გამოცდაზე 60-დან 53 ქულა მოიპოვა.
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, თბილისის N6 საჯარო სკოლას საამაყო უდავოდ აქვს და სასკოლო საზოგადოებაც ულოცავს საკუთარ კურსდამთავრებულებს ასეთ შედეგებს; მითუფრო, რომ აღნიშნული მოსწავლეები ერთი კლასის წარმომადგენლები არიან, კლასის დამრიგებელი კი ისტორიის მასწავლებელი - ქეთინო ხოსროშვილი გახლავთ, რომლისთვისაც სადამრიგებლო კლასის წარმატება ეროვნულ გამოცდებზე, უდიდესი სიხარულია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა