მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N142 საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები მიიღეს. სკოლის დირექცია და მასწავლებლები ამაყობენ მოსწავლეთა ცოდნით და მათ მიერ მოპოვებული ქულებით.
„თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“ - შოთა რუსთველის ამ გენიალური აფორიზმით თბილისის N142 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, მართლაც რომ თავი უნდა მოიწონონ მშობლიური სკოლის დირექციასთან და მასწავლებლებთან ერთად.
მიუხედავად მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიისა, სწავლების სულ სხვა რეჟიმში გადაყვანისა, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ქვეყნის მასშტაბით ეროვნული გამოცდების ქულათა შედეგებით ოცეულთა რიცხვში მოხვდნენ: ლიკა ხანიკაშვილი, ნიკა ბაიაშვილი, ლუკა ნიშნიანიძე, მარიამ გელაშვილი, ნინო ოყუჯავა.
ვულოცავთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ.
ვულოცავთ სკოლის დირექციას: ქალბატონ შორენა ცნობილაძეს, ბელა ჩიტიას, ირმა მუხიგულაშვილსა და სკოლის მთელ პედკოლექტივს კურსდამთავრებულთა წარმატებას. ვუსურვებთ მრავალ, მრავალ ცოდნით შეიარაღებული თაობების გამოშვებას", - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა