მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ცარციძე წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს. სკოლის 4 მოსწავლე მედლის კანდიდატია. მათ დირექტორი განსაკუთრებულად ახასიათებს:
„ყოველი სასწავლო წლის დამთავრება დიდ სიხარულთან ერთად დიდ სევდასაც გვიტოვებს ხოლმე. ცრემლების გარეშე შეუძლებელია სკოლის კედლებიდან გაუშვა მოსწავლე, რომელიც მთელი თორმეტი წელი შენს გვერდით იღწვოდა, იზრდებოდა, ლამაზდებოდა, ყალიბდებოდა ქვეყნის მოქალაქედ, მომავალ მშობლად, მეცნიერად, პოლიტიკოსად...
წლევანდელი მე-12 კლასი უჩვეულოდ, მართლაც რომ დიდი სევდითა და ცრემლით გავაცილეთ, გული გვტკიოდა, რომ ვერ მოვეფერეთ, თბილი სიტყვა ვერ ვუთხარით, არა და რა კარგები იყვნენ, სავსენი შემოქმედებითი უნარებით, აღვსილნი ემოციებით, მოაზროვნენი და კრიტიკულნი.
ყველა მოსწავლე თავისებურად საყვარელია და დაუვიწყარი, მაგრამ მე მინდა გავიხსენო ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატები, რომლებმაც ღირსეულად დაიმსახურეს სახელმწიფოსგან ჯილდო ვერცხლისა და ოქროს მედლები. ესენი არიან: დინჯი, შრომისმოყვარე, ბეჯითი, უფროსებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერებით გამორჩეული ბიქტორ (ბექა)ანდრიაძე;
ტექნოლოგიებით გატაცებული, განსაკუთრებული ნიჭითა და უნარებით დაჯილდოვებული, ყველასგან გამორჩეული ნიკა ახალაია;
სამართლიანი, მებრძოლი, მეგობრული, ბეჯითი, მაღალი დისციპლინის მქონე, ერთი დღეც რომ არ გაუცდენია სასწავლო პროცესი, მარიამ აბსანძე;
მუდამ ღიმილიანი, მეოცნებე, ლიდერი, აქტიური, მიზანდასახული - ლიკა აკობია.
მათ წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და წელს გახდებიან საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები.
არ დაივიწყებს თავის აღზრდილებს დარჩელის N1 საჯარო სკოლა. გვაქვს იმედი, რომ ისინი კარგი სპეციალისტები, კარგი ადამიანები, სამშობლოს ღირსეული შვილები დადგებიან. ბედნიერ მომავალს გისურვებთ ბექა, ნიკა, ლიკა და მარიამ!!!“-წერია სკოლის დირექტორის, მარინე ცარციძის წერილში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა