სიახლეები
სკოლები

ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ
13-08-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ისტორიის მასწავლებელი კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. პედაგოგმა ინგა ბოჭორიშვილმა და მოსწავლეებმა - ეკა ხითარიშვილმა, ვერიკო მანველიშვილმა, მელანო სართანიამ პროექტში „ეს ქვეყანა შენია“ სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ნომინაციაში გაიმარჯვეს. 

ვალის N2 საჯარო სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის სკოლის დირექტორს - გვანცა გოგოლაძეს პროექტის მიმდინარეობის პროცესში გაწეული შრომისა და თანადგომისათვის.

„ვალის N2 საჯარო სკოლის გუნდი ერთ-ერთი იყო იმ 150 გუნდს შორის, ვინც კამპანია „ეს ქვეყანა შენიას" ფარგლებში უფროსკლასელთათვის გამოცხადებულ კონკურსში იღებდა მონაწილეობას.

უფრო მეტიც, ეკა ხითარიშვილის, ვერიკო მანველიშვილისა და მელანო სართანიას (კურატორ–მასწავლებელი ინგა ბოჭორიშვილი) გუნდმა სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ნომინაციაში გაიმარჯვა.

მოსწავლეებმა შექმნეს ბლოგი-დღიური, სადაც ათავსებდნენ სხვადასხვა სახის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციებს, სტატიებს, გამოკითხვას, კომიქსებს, რაც საზოგადოებას ეხმარებოდა პანდემიის დროს. ასევე, ბლოგზე არის ავტორების თვალით დანახული საინტერესო და შემეცნებითი 10 სასარგებლო რჩევა თემაზე: როგორ უნდა გავატაროთ კარანტინის პერიოდი. ასევე, გუნდის ერთ-ერთმა წევრმა ინტერვიუ ჩაწერა პირთან, რომელმაც გერმანიაში მოგზაურობის შემდეგ, 14 დღე გაატარა კარანტინში.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას ფარგლებში გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ კურატორ-მასწავლებლებს საჩუქრად გადაეცათ ნოუთბუქები.

მოსწავლეების დაჯილდოების შემდგომ გაიმართა დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და აქტივიზმის შესახებ. ამ თემებზე მოსწავლეებს ესაუბრნენ სტუმრად მყოფი მწერლები ნენე კვინიკაძე და ტორესა მოსი, ასევე ჟურნალისტი დავით პაიჭაძე.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება