მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის სკოლებისთვის რეგულაციები უკვე შეიმუშავა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, პრესკონფერენციაზე იმ ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის შესრულებაც სასწავლო დაწესებულებებისთვის სავალდებულოა. ესენია:
1. პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება;
2. პირბადის ტარება;
3. სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
დისტანცია აუცილებლად უნდა იყოს 1 მეტრი, რომელიც სკოლებში აუცილებლად უნდა იქნეს დაცული; სასკოლო გარემოში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება მასწავლებლებისთვის, ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის და ყველა ვიზიტორისთვის, გარდა მოსწავლეებისა. აგრეთვე მნიშნელოვანია სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა, სპეციალური სადეზინფექიო საშუალებებით სანიტარული კვანძების დალაგება, შესვენებების პერიოდში, გაკვეთილებს შორის და ცვლებს შორის ინტერვალების დაცვა და ოთახების განიავება;
რაც შეეხება სიცხიანი ან რესპირაციული სიმპტომების მქონე ბავშვის სკოლაში მოხვედრას - მშობელი თუ შენიშნავს მსგავს სიმპტომებს, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს. მთავრია, ვიყოთ ყურადღებით და ნუ წავიყვანთ ბავშვს სკოლაში თუ ბავშვი არის ავად.
თერმოსკრინიგისას, თუ ბავშვს დაუფიქსირდა ტემპერატურა, მას დროებით გადაიყვანენ იზოლირებულ ოთახში, ხოლო შემდეგ მოათავსებენ სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
მინიმუმ 30-წუთიანი გაკვეთილები და ვალდებულებები კლასების მიხედვით - როგორია ახალი სასწავლო წლის დეტალური პროტოკოლი
I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების საკლასო ოთახში ჩატარება სავალდებულოა
სკოლების ნაწილში შესაძლოა შაბათს სწავლაც მოუწიოთ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.