მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება. ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან მუშაობა კონრეტული პროტოკოლისა და რეგულაციების შესახებ, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ვგეგმავთ, 14 სექტემბერს განვაახლოთ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს უსაფრთხოების სრული დაცვით შევხვდებით. ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან ერთად ვმუშობთ კონკრეტული პროტოკოლისა და რეგულაციების შესახებ, რომელიც მოგვიანებით გაჟღერდება“, - განაცხადა ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ აუცილებელი პირობა იქნება ბავშვების, მშობლებისა და მომსახურე პერსონალის თერმოსკრინინგი, ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში კი გაწერილია პროცედურები, როგორ მოიქცნენ და გარდა ამისა, „ჯგუფები ისე უნდა დაკომპლექტდეს, ბავშვების მიყვანის დროს ნაკადები არ შეხვდნენ ერთმანეთს. გარეთ გასეირნების დროსაც ისე უნდა დაყონ ბავშვები, ერთი ჯგუფი როდესაც დაასრულებს გასეირნებას, მეორე გავიდეს.
რა თქმა უნდა, აუცილებელია დეზინფექცია. ბავშვებმა ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომლებიც დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია