მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„15 სექტემბერს სკოლებს ექნებათ საშუალება, მიიღონ მოსწავლეები საკლასო ოთახებში“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ დაცული იყოს 1 მეტრი დისტანცია, ასევე ყველა პედაგოგს ექნება პირბადის ტარების ვალდებულება. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეთავაზებული მოდელი მასწავლებლების საათების ზრდას არ გამოიწვევს და არც დამატებითი კადრების აყვანა იქნება სჭირო.
„მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არის კლასში 29 მოსწავლე და იმ შემთხვევაში თუ სკოლის ინფრასტრუქტურა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ერთმეტრიანი დისტანცია იყოს დაცული მოსწავლეთა შორის, სკოლებს ეძლევა მოქნილობის შესაძლებლობა, თავად დააორგანიზონ სასწავლო პროცესი, ეს იქნება საფეხურების და ცვლების მიხედვით.
მოდელმა, რომელსაც ჩვენ სკოლებს ვთავაზობთ არ უნდა გამოიწვიოს, მასწავლებლების საათების ზრდა. იმ შემთხვევაში, თუ არის სკოლების გარკვეული რაოდენობა, სადაც საჭიროა მასწავლებლების საათების ზრდა, ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, თუმცა იმ მოდელით, რომელსაც ვთავაზობთ, სკოლებმა უნდა შეძლონ ისე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი, რომ ამან არ გამოიწვიოს, დამატებითი კადრების აყვანა“, - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია