მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს. პროექტ „ყველაზე წიგნიერის“ კონკურსში „დაახასიათეთ ეპიზოდი“ და „გამოეცი ილუსტრირებული წიგნი“ გაიმარჯვეს შემდეგმა მოსწავლეებმა: ტატუნაშვილი ელენე, მათიაშვილი ელენე, კუჭაშვილი მარიამ, შარმაიძე მარი, სიდამონიძე სოფო, ჭაბაშვილი გიორგი, თედიაშვილი გურამ, ხელაშვილი ლუკა, მახარობლიშვილი საბა, ფოჩხუა სიდონია, გუნდის ხელმძღვანელი მარიამ ირემაშვილი.
„მადლობას ვუხდით პროექტ „ყველაზე წიგნიერის“ ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობებისთვის და 71-ე საჯარო სკოლის დირექციას თანადგომისთვის.
ბავშვებო, მიხარია და ვამაყობ თითოეულით, რადგან თქვენი ნამუშევრებით გამოიცემა ილუსტრირებული წიგნი ენიდ ბლაიტონის „ცნობილი ხუთეული“,-აღნიშნა პედაგოგმა მაია ირემაშვილმა.
მოსწავლეთა წარმატებას სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილიც გამოეხმაურა. მან პროექტის ორგანიზატორებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი, 71-ე საჯარო სკოლა აგრძელებს წარმატებების სერიას პროექტში „ყველაზე წიგნიერი“. ჩვენ მოპოვებული გვაქვს ტიტულები: „ყველაზე წიგნიერი სკოლა“, „ყველაზე წიგნიერი მასწავლებელი“ მაია ირემაშვილი. ჩვენმა მოსწავლეებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს. პროექტის „ყველაზე წიგნიერი” კონკურსში „დაახასიათეთ ეპიზოდი“ და „გამოეცი ილუსტრირებული წიგნი“ გაიმარჯვეს შემდეგმა მოსწავლეებმა: ტატუნაშვილი ელენე, მათიაშვილი ელენე, კუჭაშვილი მარიამ, შარმაიძე მარი, სიდამონიძე სოფო, ჭაბაშვილი გიორგი, თედიაშვილი გურამ, ხელაშვილი ლუკა, მახარობლიშვილი საბა, ფოჩხუა სიდონია,- გუნდის ხელმძღვანელი მაია ირემაშვილი.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრებით გამოიცემა ილუსტრირებული წიგნი, ენიდ ბლაიტონის „ცნობილი ხუთეული“.
მადლობა პროექტის „ყველაზე წიგნიერი“ ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის, თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს აქტიურობისთვის.
ჩვენთვის, ყოველი ასეთი წარმატება, მორიგი სტიმულია, რომ ხელი შევუწყოთ, მრავალ საინტერესო, საგანმანათლებლო პროექტში მოსწავლეების მონაწილეობას!!!“-აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა