სიახლეები
სიახლეები

საქართველოს განათლების სამინისტროსა და ისრაელის უმსხვილეს კომპანიას შორის თანამშრომლობა შედგება
05-10-2016
-
+


განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის მიმართულებით კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა.
  
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ისრაელის კომპანია ATC (JSC Aerostructure Technologies Cyclone)-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.    

ATC არის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია და ინვესტორი, რომელმაც საქართველოში საპარტნიორო ფონდთან ერთად საფუძველი ჩაუყარა სამოქალაქო თვითმფინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმის განსაზღვრა.
 
ATC-ის ქართულ ბაზარზე ხარისხიანი ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება კვალიფიციური კადრების არსებობა, ვინაიდან ავიაციასთან დაკავშირებული საქმიანობა განსაკუთრებულ კომპეტენციას მოითხოვს.

შეხვედრაზე მხარეები მომავალი კადრების რეკრუტირებისა და გადამზადების მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 

აღნიშნულ პროცესში ჩაერთვება, ქართული როგორც პროფესიული ასევე, უმაღლესი სასწავლებლები. შერჩეული პირები პირველ ეტაპზე გადამზადებას ისრაელში გაივლიან.   

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო გეგმავს გააღრმავოს პარტნიორული ურთიერთობები აღნიშნულ კომპანიასთან და სამომავლოდ საფუძველი ჩაუყაროს ერთობლივი სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებას, უნივერისტეტის ან პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ

ცვლილება მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში - დოკუმენტი

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება