სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის დაჯილდოება გაიმართა
17-08-2020
-
+



საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ორგანიზებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკური  და ალგორითმული აზროვნების კონკურსის - M ვექტორის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. 

გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ალექსანდრე თევზაძემ და ფონდი ქართუს აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკო ჩხეტიანმა. 

კონკურსი მარტში დაიწყო და მასში მონაწილეობა დამამთავრებელი კლასების 500-მდე მოსწავლემ მიიღო. ფინალურ ეტაპზე  73 მონაწილე გადავიდა.  საპრიზო პირველი, მეორე და მესამე ადგილები 18 მონაწილეს შორის გადანაწილდა.  თვრამეტივე გამარჯვებულისთვის სპეციალური ფასიანი პრიზი დააწესა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა. პირველ ადგილზე გასული ხუთი მოსწავლე მომავალ წელს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სტემ საზაფხულო ბანაკში. 

დაჯილდოებამდე პროექტის მონაწილეებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო KIU-ს სტუდენტურ ქალაქში, სადაც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საშუალება ჰქონდათ პირადად გაცნობოდნენ უნივერსიტეტის კამპუსს, სასწავლო და საცხოვრებელ კორპუსებს.

კონკურსის შესახებ: M ვექტორი მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების განვითარების ხელშემწყობი თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მისადაგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე. „M ვექტორი“ მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს. „M ვექტორი“ იმ მეთორმეტეკლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს - მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. 

  • მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის განმახორციელებელია საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია (EPRA)
  • პროექტის პარტნიორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
  • M ვექტორის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ქართუ
  • კონკურსი განათლების, მეცნიერების, განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მხარდაჭერით ტარდა

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება