მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
0-დან 17 წლის ჩათვლით პირთა 200-ლარიან სახელმწიფო სუბსიდიას უკვე ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. საიტის ჩაშვებიდან მალევე მშობელთა უკმაყოფილების კასკადის წამოვიდა- რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ მალევე გააკეთა კომენტარი და საიტის მუშაობის შეფერხების მიზეზად დაასახელა, ის რომ მას ერთბაშად ბევრი ადამიანი მიაწყდა და უმოკლეს ვადაში ყველა ხარვეზი აღმოიფხვრებოდა.
თუმცა, ამის მიუხედავად, გარკვეული ბარიერები მაინც არსებობს და განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ის ადამიანები არიან, ვისაც ინტერნეტსა თუ თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა არ აქვთ. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ან კანონიერი მეურვე ასეთ დროს?
„თუ ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობებს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს; „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge“, - ასეთია ოფიციალური ინსტრუქცია, მაგრამ აქაც გარკვეული წინააღმდეგობები არსებობს.
დავიწყოთ იმით, რომ ლიბერთი ბანკს უკვე ასობით ადამიანი მიაწყდა, რადგან კომპიუტერით დარეგისტრირება ვერ მოახერხეს; ხოლო რაც შეეხება იუსტიციის სახლებს - აქაც ვიზიტის დაჯავშნა მხოლოდ ინტერნეტით ხდება და ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, ვინც შესაბამისი ტექნიკის არქონის გამო ვერ ახერხებს რეგისტრაციის გავლას, ცოტა ბუნდოვანია; ეს კითხვები კვლავ უპასუხოდ რჩება, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოოდ, ყველა ხარვეზი ნელ-ნელა გასწორდება და მშობლებიც მიიღებენ ნანატრ 200 ლარს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია