მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ტერიტორიულ რეზერვში მიღების დაწყებასა და საზოგადოებისთვის სარეზერვო სამხედრო სამსახურის პირობების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია.
მისი თქმით, 18 -დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება.
„მოცემულ ეტაპზე, აქტიურ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და კახეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები, როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები.
აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან ფორმდება 5- წლიანი კონტრაქტი და ამის შემდეგ მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი, სამოქალაქო სამსახური.
საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში გახლავთ არაუმეტეს 45 დღისა, ხოლო რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება შეადგენს 2700 ლარს.
მნიშვნელოვანია ის, რომ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამსახური ჩაეთვლება მოხდილად.
სარეზერვო სამსახურის გავლის სრული ციკლი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: რეკრუტირების ფაზა, შერჩევის ფაზა, სარეზერვო სამსახურის გავლა და კონტრაქტის გაგრძელება.
სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირს გააჩნია შემდეგი სოციალური დაცვის გარანტიები. პირველი, რეზერვისტი სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისთვის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით. შრომის სტაჟად ეთვლება კონტრაქტით განსაზღვრული პერიოდი.
სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახების პერიოდში უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება. უნარჩუნდება ასევე, სახელმწიფო კომპენსაცია სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები“, - განაცხადა ჯოხაძემ.
მისივე თქმით, საბუთები ყოველ სამუშაო დღეს მიიღება, ასევე შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაციაც.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია