სიახლეები
სიახლეები

განათლების სამინისტროს რა რეკომენდაციებს ვერ გაითვალისწინებენ საჯარო სკოლები - შეუსრულებელი მისია ქართულად
23-08-2020
-
+


რამდენიმე დღეა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სკოლებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ, თუმცა არის საკითხები, რომლებიც მათთვის შესაძლოა დაუძლეველ ბარიერად იქცეს და სწორედ ამაზე საუბრობს N136 საჯარო სკოლის დირექტორი ელზა ბადაშვილიც, რომლის მოსაზრებებსაც უცვლელად გთავაზობთ:

შეუსრულებადი ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებისთვის!

„(კერძო სკოლები შეძლებენ დაკმაყოფილებას).

საშუალოდ სტანდარტული სკოლის შიდა ფართი შეადგენს 6000 კვ.მეტრს, არის სასწავლო კორპუსი 4 სართულიანი და დამხმარე (სასადილო, სპორტდარბაზი...) 2 სართულიანი. არის 6 ტუალეტი 4-5 წერტილიანი, დამატებით მასწავლებლის ტუალეტები 3-4. ამას დამატებული ხელსაბანები დაახლოებით-10 ცალი.

სკოლას ჰყავს 5 დამლაგებელი, რომელთა ხელფასი თვეში შეადგენს 300 ლარს ხელზე. თითოეულ დამლაგებელზე მოდის 1200 კვ.მ, კიბეები, ტუალეტები.

ახლა წარმოიდგინეთ რა მოთხოვნები აქვთ შესასრულებელი ჩვენ დამლაგებლებს(რომლებსაც სულს ვუბერავ არ გამექცნენ ასეთ ხელფასზე):

  1. უზრუნველყავით სანიტარიული წერტილების სანიტარიული დასუფთავება ყოველი დასვენების შემდეგ;
  2. უზრუნველყავით სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების და ხშირად გამოყენებული

ზედაპირების სანიტარული დამუშავება (არაუმეტეს 3 საათიანი ინტერვალებით);

  1. სკოლას, რომელსაც აქვს ერთზე მეტი ცვლა, მომდევნო ცვლის დაწყებამდე უნდა გამოიყენოს არანაკლებ ნახევარსაათიანი შესვენება სასწავლო ოთახების და სკოლების საერთო სარგებლობის ფართების სანიტარიული დასუფთავებისა და განიავებისთვის;
  2. ყოველი სასწავლო დღის შემდგომ უზრუნველყავით საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით

დალაგება/სანიტარიული დამუშავება ,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში - საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის 2020 წლის 6 თებერვლის №01-40/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის -„წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში“ შესაბამისად

დანართი №37.2-ით განსაზღვრული სარეკომენდაციო აღჭურვილობის გამოყენებით;

  1. სანიტარიული კვანძის მოპირკეთებული ზედაპირების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების რეცხვა და დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 2-ჯერ;

6.ყოველი გამოყენების შემთხვევაში საიზოლაციო ოთახი უნდა დამუშავდეს სველი წესით.

რამდენი დამლაგებელია საჭირო, რომ ზემოთ მოცემული სკოლის ნიმუშზე ეს დავალებები შეასრულოს?

ახლა მოთხოვნები დირექციის მიმართ:

1.დასვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების

მიზნით, სკოლა ინდივიდუალურად ადგენს სწავლის დაწყების განსხვავებულ დროებს და/ან

საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას.

- აქ პრობლემა 30-წუთიან გაკვეთილებში არ არის, აქ პრობლემაა გაკვეთილების სხვადასხვა დროს დაწყება 08:30, 08:45, 09:00 - აქ თუ გავითვალისწინებთ რომ საგნობრივი სწავლება გვაქვს და ერთი მასწავლებელი არ ასწავლის ყველა საგანს, შეუძლებელია ცხრილის აწყობა დიდი კონტინგენტის სკოლებში.

  1. გაკვეთილებს შორის შესვენებები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის დაგეგმეთ განსხვავებულ

დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სკოლის შენობის დაგეგმარება იძლევა სხვადასხვა კლასის

მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სივრცეების ფიზიკურად გამიჯვნის შესაძლებლობას;

- აქაც იგივე პრინციპით , თუ დასვენებაზე გამოვლენ დერეფანში -სხვა კლასებს შეეშლებათ ხელი, მაგრამ ასევე შეუძლებელია ცხრილის შედგენა.

3 . დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყავით ნაკადის (რიგები სასადილოში, შესასვლელში,

სველ წერტილებთან, სპორტულ დარბაზებში, გასახდელებში, რესურსოთახში, მანდატურის ოთახში,

ექიმის კაბინეტში და სხვ.) კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არა ნაკლებ 1მ);

-იმდენი ადამიანური რესურსი სკოლას არ ყავს რომ ეს ნაკადი მართოს! წარმოუდგენელია.

  1. ფიზიკური აქტივობის/სპორტის გაკვეთილების ჩატარებისას იხელმძღვანელეთ „სამუშაო ადგილებზე

ახალი კორონავირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების

დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №13

დანართით - „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული

ზოგადი რეკომენდაციები პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის და სპორტული

ღონისძიებებისთვის“;

- ეს რეკომენდაციები არ ეხება ფიზიკურ აღზრდას და სასკოლო სპორტს, არამედ არის პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის.

როგორ ჩავატაროთ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები დაწყებით საფეხურზე, კვირაში 3 საათი. ასევე სპორტის გაკვეთილები,სადაც ბავშვები ოფლიანდებიან, დარბიან და ა.შ“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება