მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მსოფლიო პანდემიის ფონზე ქვეყანაში ბევრი პრობლემა გაჩნდა და ერთ-ერთი სტუდენტების სწავლის საფასურია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს, ისინი, ვისაც სოციალური სტატუსი არ გააჩნია მაინც არასახარბიელო მდგომარეობაში არიან და სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ.
სწორედ ამ მიზეზით, სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, განათლების სამინისტროსთან, სწავლის საფასურის გადავადების მოთხოვნით აქცია გამართეს. როგორც აქციის ორგანიზატორმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, პანდემიისა და შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო ათიათასობით სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებს და მათ დასახმარებლად სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
„ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები მოვითხოვთ სახელმწიფოსგან და განათლების სამინისტროსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რადგან კატასტროფული სიტუაციაა ქვეყანაში შექმნილი. არსებობს ათიათასობით სტუდენტი, რომელიც პანდემიის, ეკონომიკური კრიზისის გამო ვერ ახერხებს სწავლის საფასურის გადახდას. მათ ფიზიკურად არ აქვთ ამის შესაძლებლობა, რომ სწავლა გააგრძელონ და იმის ნაცვლად, რომ მთავრობა პრემია-დანამატებში ხარჯავდეს, საჭიროა, რომ ეს ფული ჩაიდოს მომავალი თაობის განათლებაში. სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა მისული და შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე კიდევ უფრო მეტ სტუდენტს ემუქრება ეს საფრთხე. ჩვენ მოვითხოვთ სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი აქციის მთავარი სლოგანია "მასწავლე მომავლისთვის", ეს არ არის ერთჯერადი აქცია და ის მომავალში აუცილებლად გაგრძელდება, ვიდრე რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული. ჩვენ მოვითხოვეთ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეები მინისტრის მოადგილეს, ნუნუ მიცკევიჩს შეხვდენენ და განათლების სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ შემოდგომის სემესტრში სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარდა სხვა სტუდენტებიც გარკვეულ შეღავათებს მიიღებენ.
ნუნუ მიცკევიჩის განცახდებით, განათლების სამინისტრო მზად არის სხვადასხვა ფორმატში ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან, რათა განისაზღვროს ყველა ის საჭიროება, რაც სტუდენტის წინაშე დგას:
„ჩვენ ვმუშაობთ გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს, დახმარებასა და თანადგომას სახელმწიფოს მხრიდან. ასე, რომ განათლების სამინისტრო გახსნილია თანამშრომლობისთვის“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია