მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლამ შიდა კონკურსი გამოაცხადა სახელწოდებით ჩემი ბოსტანი ჯობია შენსას“, რომელშიც ადგილობრივი მოსწავლეები ერთმანეთს მიწის დამუშავებასა და იმაში ეჯიბრებიან, ვინ უკეთეს მოსავალს მოიყვანს. სიტყვა შეჯიბრი კი ამ შემთხვევაში უდავოდ პირობითია, რადგან იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან მიწასთან მუშაობის ყადრიცა და მადლიც.
ამჯერად კი, პროექტის ფარგლებში, სკოლა IX კლასის მოსწავლეს - ლაშა-გიორგი კუჭაშვილს წარმოგვიდგენს.
ლაშა-გიორგის 800 კვ.მ- ზე გაშენებული აქვს მარწყვის კულტურა „ალბიონი", რომელიც 17 მწკრივს ითვლის. საქმე ის გახლავთ, რომ ბიჭმა მარწყვის ნერგები კუთვნილის პენსიით შეიძინა.
„იგი მამით ობოლია, ხოლო დედა საზღვარგარეთაა წასული, შვილების სარჩენად. ლაშა-გიორგი და უფროსი და ბებიასა და დეიდასთან იზრდებიან.
ლაშა-გიორგის ძალიან უყვარს სოფელი. მას ბებიამ გამოუყო მიწის ნაკვეთი მარწყვის კულტურის გასაშენებლად, რათა თავისი შრომით ოჯახსაც დაეხმარებოდა.
ლაშა-გიორგიმ შეიძინა სამუშაო იარაღები და თანხის ნახევარი მარწყვის ჩითილების შესაძენად გამოიყენა.
მარწყვის პლანტაცია 1 წლისაა და წელს უკვე მიიღო პირველი მოსავალი, 200 ძირი მარწყვიდან 300 კგ ნაყოფი მოკრიფა და კიდევ ელოდება 200 კგ-მდე ნაყოფს. გადასარგავად გამზადებული აქვს 400 ძირი ჩითილი და გეგმავს, გაზარდოს ფართობი.
ლაშა-გიორგის გამოყენებული აქვს სასუქი „ბლეკ ჯეკი". მაღალი ტემპერატურის დროს ფართობი მარაგდება და ირწყვება წყლით, ასევე უტარდება გასუფთავებითი სამუშაოები, იწმინდება სარეველისაგან, მცენარის გაწმენდა ხდება ზედმეტი გამხმარი და უვარგისი ფოთლებისაგან, ასევე იყენებს თოხს.
1 ცალი მარწყვის წონა შეადგენს 60-65 გრამს, რომელიც მოწითალო ფერისაა და ტრანსპორტირებისას ადვილად არ ზიანდება. ნოემბრის ბოლოს მარწყვებს თივით ათბუნებს.
ლაშა-გიორგი ოცნებობს, ჰქონდეს მინი-ტრაქტორი ნიადაგის დასამუშავებლად და საწვეთური მარწყვის კულტურის მოსარწყავად. სამომავლოდ კი გეგმავს სათბურის აშენებას.
ლაშა-გიორგის სურვილია გახდეს მომავლის ფერმერი“, - ნათქვამია იანეულის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ მომავალ „მომავლის ფერმერს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...