სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ინიციატივით ემიგრანტ პედაგოგთა პირველი ეროვნული ონლაინ კონფერენცია ჩატარდა
18-08-2020
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ინიციატივით, ორგანიზებითა და ბარსელონას წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით ჩატარდა ემიგრანტ პედაგოგთა პირველი ეროვნული ონლაინ კონფერენცია „თანამედროვე სწავლების გამოწვევები და საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლები“ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.

„კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კონტინენტის 64-მა მასწავლებელმა. კონფერენცია საქართველოს დროით 16:00 საათზე გაიხსნა ბარსელონაში მცხოვრები ქართველი მოსწავლის ნიკოლოზ ფანგანის ვიდეო ჩანაწერით, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ბარსელონას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი, ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ალიონა ჩხოტუა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და ახალი სკოლის მოდელისა და სწავლა სწავლების კონსტუქტივისტულ პრინციპებზე ისაუბრეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის განათლების ექსპერტმა თამარ ჯაყელმა, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების განვითარების სამმართველოს ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ, „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტმა ბატონმა ვარდენ ნიქაბაძემ ისაუბრა ონლაინ სწავლების გამოწვევებზე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელებმა ლადო აფხაზავამ და მანანა კაპეტივაძემ საზღვარგარეთ მოღვაწე კოლეგებს გააცვნეს საკუთარი საქმიანობა. კონფერენციაზე ყველა მონაწილე საინტერესო თემით და პრეზენტაციით წარდგა:

1.ესპანეთი - მარინა წიქორაძე - „სახელმძღვანელოები პროგრამები და თანამედროვე სწავლების მეთოდები საკვირაო სკოლაში“
2. კანადა - ნუნუ ღურჭუმალიძე - „საკვირაო სკოლაში სწავლების ეფექტიანობის მიღწევის გზები და საშუალებები“
3. საფრანგეთი - თამარი ხეცაძე - „გახსოვდეს ვისი გორისა ხარ“
4. ბელორუსია - მზია აკობია - „ონლაინ თუ ოფლაინ გაკვეთილი?“
5. უკრაინა - ლალი გადელია - „თანამედროვე სწავლების მეთოდები და გამოწვევები“
6. აშშ - ზურაბ მუშკუდიანი - „დისტანციური სწავლება ამერიკაში“
7. აშშ - რუსუდან გალდავა - „თანამედროვე სწავლების მეთოდები და გამოწვევები და აშშ-ში არსებული ქართული საკვირაო სკოლები“
8. თურქეთი - ნანული კაჭარავა - „ქართველოლოგიური კერები თურქეთში“
9. ნიდერლანდები - თიკა სვანიძე „ვირტუალური საკლასო ოთახის კონცეფცია საქართველოში და ემიგრაციაში მყოფი ქართველი მოსწავლეები“
10. საქართველო - ია ჯღარკავა „გაკვეთილები საზღვრების გარეშე და ფონდი დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“
11. პოლონეთი - ლანა ბურკაძე „ენა, როგორც იდენტობა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისათვის“
12. საბერძნეთი - დარეჯან ღამბაშიძე - „საკვირაო სკოლები ქართული სულის ოაზისებია ემიგრაციაში“

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების განვითარების სამმართველოს ექსპერტი ნიკო სილაგაძე მიუხედავად კონფერენციის ხანგრძლივობისა დიდი ყურადღებითა და გულისხმიერებით უსმენდა პედაგოგებს, რომეთაც აღუთქვა დახმარება და შესთავაზა სამი წინადადება

1) საერთო პლატფორმის შექმნა

2) ექსპერტის გამოყოფა სამინისტროდან

3) ვებინარების ჩატარება.

კონფერენციამ გასტანა დაახლოებით 6 საათი. დასრულდა 22:00 საათზე. დროის უკმარისობის გამო ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ეკა ქართველიშვილმა, თეონა აბრამიშვილმა, ნათია ეგუტიძემ, ეკა ალავიძემ, ასმათ ტოგონიძემ, თინათინ მილორავამ მოხსენების ნაცვლად შეასრულეს ქართული სიმღერა „ჩემი საქართველო აქ არის“, რითაც დასრულდა მეტად ამაღელვებელი, მნიშვნელოვანი და საჭირო შეხვედრა მსოფლიოს ქართველ ემიგრანტ მასწავლებლებთან.

მოხდა კონფერენციის სრული ჩაწერა მონაწილეთა მოთხოვნით. კონფერენციის ტექნიკურ გამართულობაზე და უხარვეზოდ მიმდინარეობაზე იზრუნა მე-17 საჯარო სკოლის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მენეჯერმა გიორგი საკანდელიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს გადმოეგზავნებათ კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება