მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ს ფილიალის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და მორიგი თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულება განახლებული ინფრასტრუქტურით აგრძელებს ფუნქციონირებას.
კოლეჯი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მოინახულეს.
პროფესიულ სასწავლებელს „აისი“ ალვანის ფილიალი 2007 წელს გადაეცა, მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქამდე არ განხორციელებულა.
შესაბამისად, შენობა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. თანამედროვე სტანდარტების სასწავლო კორპუსში განახლდა სასწავლო და საოფისე ინვენტარი, აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლებელი უზრუნველოფილია თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის.
პროგრამები, რომელიც ალვანის ფილიალში ხორციელდება სრულადაა მორგებული რეგიონის საჭიროებებს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ვეტერინარია, კოლეჯში მოქმედებს ტურიზმის, რეწვის, ხელოვნების მიმართულების პროგრამები, ასევე არის პროგრამები, რომელიც რეგიონში მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს.
რეგიონისთვის განსაკუთრებით მოთხოვნადია დეკორატიული ქსოვილების, თექის დამუშავების სპეციალისტები. არსებული მიმართულებები ახალი სასწავლო ბაზის პირობებში, კიდევ უფრო დაიხვეწება და განვითარდება.
შენობის მეორე სართული სასტუმროს დაეთმობა, სადაც ტურიზმის მიმართულების სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან.
დასაქმების მხრივ, გასული 2-3 წლის განმავლობაში ყველა სტუდენტი დასაქმდა.
ძირითადად სტუდენტები დაკავებულები არიან მთა-თუშეთში სუვენირების დამზადებით, რომელიც ტურისტებს ძალიან იზიდავს – აცხადებს პროფესიული კოლეჯ „აისი“-ს ქვემო ალვანის ფილიალის ხელმძღვანელი ნუგზარ ძამუკაშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
გალაკტიონს მცირე ხელფასი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას...
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე