სიახლეები
სიახლეები

ვინ ჰპირდება სტუდენტობას ჩაჭრილ აბიტურიენტებს და არის თუ არა სანდო შეთავაზება
20-08-2020
-
+


„ქულა დაგაკლდა ეროვნულ გამოცდებზე? გახდი სტუდენტი ატესტატის საფუძველზე ნებისმიერ უნივერისტეტში“ - აღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინება ალბათ უკვე ბევრმა აბიტურიენტმა მიიღო.

წლებია, სხვადასხვა ორგანიზაციები აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ვერ ირიცხებიან საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში, სწავლის გაგრძელებას უკრაინის, სომხეთის და სხვა უცხოეთის უმაღლესებში სთავაზობენ. ეს ერთი შეხედვით მიმზიდველი წინადადებაა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შესაძლებლობა არ მიეცათ. აღნიშნული ორგანიზაციები არაერთი წელია აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით სთავაზობენ სტუდენტად გახდომას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ ორგანიზაციების მიმართ კეთილგანწყობილი სულაც არ არის და მშობლებსა და აბიტურიენტებს მოუწოდებს არ ენდონ კერძო კომპანიებს, თუმცა მათი საქმიანობის წინააღმდეგ ბერკეტი არ გააჩნია. ერთადერთი რაც სისტემის მოწესრიგების მიზნით, განათლების სამინისტრომ გააკეთა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უცხოეთიდან სამშობლოში სურთ მობილობის განხორციელება და სწავლის უმაღლესში გაგრძელება, ჩარიცხვის აუცილებელ წინა პირობად ზოგადი უნარების გამოცდა შემოიღო, რომესაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.

„აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ვთხოვთ, ნუ ენდობით კერძო კომპანიებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაცია და გთავაზობენ საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხვას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად მუშაობს უცხოეთის უნივერსიტეტებიდან სტუდენტების საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში გადმოსვლის შესაძლებლობის შექმნის მიმართულებით, რაც დადგენილია როგორც ბოლონიის პროცესის მობილობის წესებით, ასევე, სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში",-ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის დასაწყისში მოყვანილი შეტყობინებაც, ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ არის გაგზავნილი, რომელიც ჩვენც მოგვივიდა. შესაბამისად, დავინტერესდით რას სთავაზობდა ორგანიზაცია აბიტურიენტებს:

„საქართველოდან ყოველწლიურად გაგვყავს ახალგაზრდები სასწავლებლად სხვადასხვა ქვეყნებში მათ შორის, უკრაინაში, სომხეთში, ბელარუსში და ა.შ. აბიტურიენტები და მაგისტრანტები ძირითადად სომხეთისა და უკრაინის უნივერსიტეტებში მიგვყავს. აბიტურიენტებს ჩარიცხვიდან 3 თვის შემდგომ ანუ ერთი სემესტრის დახურვის შემდეგ შეუძლიათ საბუთები გადმოიტანონ, როგორც საქართველოს ნებისმიერ უმაღლეს, ასევე საზღვარგარეთის ნებისმიერ აკრედიტებულ სასწავლებლებში.აღსანიშნავია ისიც, რომ აბიტურიენტმა, რომელსაც სურს საბუთების საქართველოს უნივერსიტეტში გადმოტანა, უნდა დააკმაყოფილოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნა და უნდა ჩააბაროს ზოგადი უნარების გამოცდა“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

სემესტრული ქულების მნიშვნელობა - რაზე აისახება აკადემიური მოსწრება - ბიუჯეტი

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია

ღონისძიებაში  მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ

„კიდევ ერთხელ შევახსენეთ საკუთარ თავს, რომ ლადო ასათიანის მშობლიური კუთხის შვილობა თუ მისი სახელობის ბარდნალის სკოლის მოსწავლეობა ბევრს გვავალებს“

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნანა წაქაძე, ნათელა ირემაძე

მოსწავლეები აქტივობებს შემოქმედებითად მიუდგნენ და საინტერესო ნამუშევრები შემნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება