მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, რომელიც 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის არის განკუთვნილი რეგისტრაცია უკვე 600 ათასზე მეტმა პირმა გაიარა, რაც 300 ათასზე მეტი ოჯახს წარმოადგენს.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების. მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვების დახმარების სოციალური პროგრამა უკვე ამოქმედდა. დღეის მონაცემებით დარეგისტრირებულია 600 ათას 868 ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში 366 ათას ოჯახს. რა თქმა უნდა ეს შთამბეჭდავი ციფრებია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ და რომლის მიზანი გახლავთ, 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერა, განსაკუთრებით ახლა, როცა სასწავლო წელი იწყება“, - განაცხადა გიორგი გახარია.
პრემიერმა აღნიშნა, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშობლებს 200 ლარიანი დახმარების მიღებაში შუამავლობას სთავაზობენ და ამით ფინანსური სარგებლის მიღებას ცდილობენ, შესაძლოა, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს.
„ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით, გუშინ მე მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლისგანაც ნათელი გახდა რომ გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებლის მიღებასაც ცდილობენ იმით რომ მშობლებსა და ბავშვებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში აქ იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა შეიძლება სამართლებრივი პრობლემაც იყოს ფიზიკური პირების შემთხვევაში და ამას შესაბამისი ორგანოები მიხედავენ. ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის პრობლემა და ბარიერი გააჩნიათ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სტრუქტურა, სოციალური მომსახურეობის სააგენტოები, ლიბერთი ბანკი, ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანო, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე მათ მიეხმარება განაცხადების შევსებაში.
განაცხადების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო დახმარებების გაცემა პირველი სექტემბრიდან დაიწყება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია