სიახლეები
სკოლები

„ტრადიციების მატარებელ სკოლას ჰყავს პასუხისმგებლობით აღჭურვილი და მაღალი ინტელექტის მქონე ხელმძღვანელი“-რას წერენ ქუთაისის N2 სკოლის დირექტორზე
21-08-2020
-
+


ნათია ჯიმშელეიშვილი რუბრიკის „მე ვარ ბედნიერი შენით“ ფარგლებში იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორს - მურად ჯიშკარიანს ვრცელ პოსტს უძღვნის.

„ყოველდღიური, დაპირებული შიდა რუბრიკის მორიგი პერსონა გახლავთ პიროვნება, რომელსაც ქალაქი კარგად იცნობს, იცნობს, როგორც გამორჩეულად კარგ ხელმძღვანელს, კარგ პედაგოგს, კარგ პიროვნებას და ძალიან ჰუმანურ ადამიანს, რომელსაც უყვარს ბავშვები და რომელიც ასევე უყვართ ბავშვებს.

ათასობით აღსაზრდელს გაუვლია მის ხელში და დღესაც წარმატებით ეწევა ამ მნიშვნელოვან და არცთუ მარტივ საქმიანობას.
ბატონი მურად ჯიშკარიანი, რომელიც გახლავთ ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, დღეს ჩემი რუბრიკის სტუმარია.

მართლაც გამორჩეულად კარგი ხელმძღვანელია ბატონი მურადი იმათგან, ვისთანაც კი შეხვედრა მქონია.

შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნება, ყოველთვის ძალიან მომხიბვლელად აწარმოებს საორგანიზაციო - სახელმძღვანელო საქმეს.

არაერხელ დავკავშირებულვართ კულტურულ საკითხებთან დაკავშირებით, არასოდეს მიგრძვნია თავი უხერხულად, რადგან ყოველთვის ესმის რა გსურს, რა არის საჭირო ზედმეტი განმარტების გარეშე.

რაოდენ ბედნიერი უნდა იყოს ასობით ბავშვის მშობელი, რადგან ვიცით, რომ იმ უძველესი ტრადიციების მატარებელ სკოლას, სადაც ჩვენი შვილები განათლებას იღებენ, ჰყავს ასეთი პასუხისმგებლობით აღჭურვილი და მაღალი ინტელექტის მქონე ხელმძღვანელი.

ძალიან მეგობრული, კომფორტული და ურთიერთობებში ბარიერების არმქონე პიროვნება ბატონი მურად ჯიშკარიანი, რომელიც ჰყავს ქუთაისს ჩემთვის ერთერთი საამაყო სუბიექტია.

სწორედ იმიტომ, რომ თქვენ არსებობთ ბატონო მურად, მსურს უფალს მადლობა გადავუხადო, ხოლო თქვენ გითხრათ, რომ...

#მევარბედნიერიშენით“-წერს ნათია ჯიმშელეიშვილი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება