მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ქართველი ბავშვები ნიჭიერები არიან, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ერთი და იგივე დონის განათლება მიაწოდოს რეგიონებს, ეს არის ძალიან ცუდი და სწორედ ამიტომ დავიწყეთ განათლების რეფორმა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი პარტნიორია.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ის რომ სამართლიანობის განცდა შევქმნათ და თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი მტერი კი არა, მისი პარტნიორია და სახელმწიფო ქმნის იმ გარემოს, რომ იმ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს ინიციატივა, არ ეშინია რისკის თავის თავზე აღების, შეუძლია ნაბიჯი გადადგას და გახდეს მეწარმე. იმას ვინც გლეხია და უნდა, რომ გახდეს ფერმერი, მას უნდა მივეხმაროთ და ამაში უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს სისტემური ინფრასტრუქტურის მიმართულება, როგორიც არის განათლების ინფრასტრუქტურა. „რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ 21-ე საუკუნეში, ჩვენი ნიჭიერი ბავშვები სხვა ქვეყნის შვილებთან ერთად კონკურენტუნარიანები იყვნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია