მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს. უწყების განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს სააპელაციო განაცხადების განხილვა. პროცესის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გაეცნობიან აპელაციის შედეგებს, რომლის შემდეგაც კიდევ ერთი დღე ექნებათ იმისათვის, რომ შეიტანონ ცვლილებები პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, რომ პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციონ:
• საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;
• უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებულს კოეფიციენტს;
• საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს;
• საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენას;
• გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
• აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);
• რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით და სხვ.
აბიტურიენტები საკუთარი არჩევანის რაოდენობაში შეზღუდულები არ არიან, ამიტომ ცენტრის რეკომენდაციაა, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით.
ცენტრი ასევე აფრთხილებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ გამოიყენონ ღილაკი - შენახვა და გაითვალისწინონ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია