სიახლეები
საინტერესო

საკლასო ოთახებს ყოველდღიურად მოსწავლეები და მათი მშობლები დაალაგებენ? - გახდება თუ არა ახალი რეგულაციები განხეთქილების მიზეზი
25-08-2020
-
+


სწავლა 15 სექტემბერს იწყება. როგორც უკვე ცნობილია, სასწავლო წელი საკლასო ოთახებში განახლდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დირექტორებს რეკომენდაციები წარუდგინა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა დაიცვან.

დირექტორები ამბობენ, რომ სკოლები ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ, რადგან რეკომენდაციები რთულად შესასრულებელია. ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს სკოლების ხელმძღვანელები სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვაში ხედავენ.

„როდესაც სკოლაში 1500-მდე ბავშვი სწავლობს და შენობაში სულ 5 დამლაგებელია, წარმოუდგენელია ჰიგიენური პირობების დაცვა, კლასების და საპირფარეშოების დასუფთავება. დამლაგებლებს ვერ დავიმატებთ, არ გვაქვს მაგის საშუალება, ამიტომ მშობლებს მოველაპარაკებით, რომ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ შვილებთან ერთად დაალაგონ კლასები და საკლასო ოთახების ჰიგიენის დაცვა დამრიგებლებმა აკონტროლონ, სხვა გამოსავალი არაა. თუ ასე არ მოხდა, გვირჩევნია ისევ დისტანციურად განვაგრძოთ სწავლა და არ დავდგეთ საფრთხის წინაშე“,-ამბობს etaloni.ge-სთან თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი.

მის მოსაზრებას სხვა მრავალბავშვიანი სკოლების დირექტორებიც იზიარებენ, რადგან მიჩნევენ, რომ დამლაგებლების რესურსი ვერ გასწვდება სკოლის შენობის საფუძვლიან დეზინფექციას.

დირექტორთა ნაწილის გადაწყვეტილებით, ბავშვებს პირბადეები და ხელთათმანები გადაეცემათ, ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან სადეზინფექციო ხსნარებით და ყოველი დღის ბოლოს თავიანთ მერხებს დაასუფთავებენ. მშობლები კი, სურვილის შემთხვევაში, შვილებს დაეხმარებიან.

დირექტორთა ამ მოსაზრებას მშობლების უკმაყოფილება უკვე მოჰყვა.

„მე ჩემს შვილს გავაფრთხილებ, რომ არ დარჩეს საკლასო ოთახის დასალაგებლად, არ მაქვს გარანტია, რომ მის მერხს ან დაფას დაინფიცირებული არ შეეხება. არ აქვს სკოლებს უფლება მშობლებს და ბავშვებს მოგვთხოვოს კლასების დალაგება, დაიმატონ დამლაგებლები, ასეთი საფრთხის წინაშე ბავშვებს ნუ დააყენებენ“,-აღნიშნავს მშობელი.

ფაქტია, დირექტორები გამოწვევის წინაშე დგანან, მათ უნდა უზრუნველყონ სკოლის შენობის სისუფთავე მაშინ, როდესაც დამლაგებელთა რაოდენობა არაა საკმარისი, სკოლებს კი არ აქვთ უფლება, დაავალდებულონ მოსწავლეები/მათი მშობლები და საკლასო ოთახების ყოველდღიურად დალაგება მოსთხოვონ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სკოლები? დაეხმარებიან მშობლები საგანმანათლებლო დაწესებულებებს სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემის მოგვარებაში თუ ეს დირექტორებსა და მშობლებს შორის განხეთქილების მიზეზად იქცევა? ამას სასწავლო წლის დაწყების შემდეგ შევიტყობთ.

იხილეთ ასევე: დამლაგებლების არსებული შტატი ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას - რა საფრთხეებს ხედავენ სკოლის დირექტორები ახალ რეკომენდაციებში?

განათლების სამინისტროს რა რეკომენდაციებს ვერ გაითვალისწინებენ საჯარო სკოლები - შეუსრულებელი მისია ქართულად


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება