სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ
24-08-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის  მასწავლებლები ამავე სკოლის კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ულოცავენ. 

„ისტორიის  განმავლობაში კაცობრიობა მუდმივად  გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობით და სვამდა კითხვას: როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს  იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით? დროთა განმავლობაში იხვეწებოდა განათლების სისტემა.

განათლების სისტემის მთავარი ბერკეტი სკოლაა. სწორედ სკოლა წარმოადგენს ქვეყნის მნიშვნელოვან საყრდენს. სკოლაში უნდა მოხდეს  მოსწავლის აქტიურ მოქალაქედ აღზრდა და სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბება.

საქართველოში მოქმედებს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი, რომელიც ადგენს ზოგადი განათლების პრინციპებს და საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების წესებს.

ამ კანონის მიხედვით, ყველას აქვს ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა  სრულად განავითაროს  თავისი პიროვნება და შეიძინოს  ის ცოდნა და უნარ-ჩვევები,  რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში  წარმატების მისაღწევად.  

გლობალიზაციის პროცესი კაცობრიობას სტიმულს აძლევს, რათა  გააზრებული იქნეს აღზრდისა და განათლების მთელი სისტემა.

განათლება ხელს უწყობს ადამიანის ფიზიკური და ინტელექტუალური, მორალური უნარ-ჩვევების  განვითარებას. განათლების მიღების ძირითადი გზა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლაა. განათლება ეს არის ყველაზე დიდი განძი, ყველაზე ძლიერი იარაღი, დაუშრეტელი წყარო,  ჩაუქრობელი სანთელი, ადმიანის გაკეთილშობილების  სიმბოლო. როგორც დიდი ილია ამბობდა: „განათლება ჰგავს მზეს, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბოს რომ არ ანათოს“.

სკოლაში მიღებული ხარისხიანი განათლება სწავლის წარმატებით გაგრძელებისა და წარმატებული კარიერის საძირკველია. 

დღესდღეობით ბევრი რამ დაიხვეწა და შეიცვალა განათლების სისტემაში და ეს ცვლილებები კიდევ მიმდინარეობს. ტექნიკის გამოყენებამ სასწავლო პროცესში ხელმისაწვდომი გახადა ნებისმიერი  სახის ინფორმაცია.

დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურ და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში  საზოგადოების ფუნქციონირებისათვის  განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს  ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების და ურთიერთშემეცნების ჩვევები. საშუალო განათლების მიღების შემდეგ მოსწავლეს შეეძლება  თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება, პროექტებზე მუშაობა, საკომუნიკაციო უნარების გამოყენება, პრობლემების გადაჭრა.

სავანეთის საჯარო სკოლა დაკომპლექტებულია კვალიფიცირებული პედაგოგებით, რომლების გაკვეთილებზე მრავალფეროვან მეთოდებს იყენებენ, თუმცა პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს უჭირს ახალ სტანდარტებზე მორგება. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ, რათა სასწავლო პროცესი საინტერესო გახადონ, გამოიყენონ ინკლუზიური განათლება, დიფერენცირებული სწავლა  და მოსწავლის ინტერესის გათვალისწინებით დაგეგმონ გაკვეთილი. სწორედ მათი დაუღალავი შრომის შედეგია,  რომ მოსწავლეები  შედეგებზე გადიან.

სავანეთის საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ; აისუნ გუსეინოვამ,  საიდა ალახვერდიევამ, ფარვიზ დაშდამიროვამ  ჩააბარა უმღლეს სასწავლებელში. საამაყოა, რომ  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცხოვრების დიდ გზას დაეუფლებიან, მიიღებენ უმაღლეს განათლებას.

სავანეთის სჯარო სკოლის მასწავლებლები ულოცავენ  მათ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას.   

დაე, იარონ შემართებულად ცოდნის გზაზე, მიღებული ცოდნა-გამოცდილება გამოიყენონ თემში, მზად იყვნენ საუკეთესო ცვლილებებისთვის და წვლილი შეიტანონ  უკეთესი მომავლის მშენებლობაში“,-წერს სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება