სიახლეები
სიახლეები

სამაგისტრო გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალები და ინსტრუქცია
27-08-2020
-
+


საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების სააპელაციო განაცხადები მიიღება 27 აგვისტოს 10:00 საათიდან 2 სექტემბრის 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge. 

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური - 50 ლარი. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში. ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უბრუნდება გამოცდაში მონაწილეს. 

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო თანხა: 

1.  ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

2. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

3. „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებში - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

4.  „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

5. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდებს: online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა  შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.

ღილაკის - „შესვლა“ - გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას).

ამ აღნიშვნების  შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.

აპელაციის შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება გათანაბრებული ქულებიც. გათანაბრებული ქულა არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება გადალახა თუ არა ზღვარი მაგისტრობის მსურველმა ტესტის თითოეულ ნაწილში.

იხილეთ ასევე: სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება