მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ საბავშვო ბაღების გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ბაღების ადმინისტრაციას ახალი რეკომენდაციების დაცვა მოუწევს.
„შრომის ინსპექცია იწყებს ბაღებისა და სკოლების შემოწმებას. რაც შეეხება შეზღუდვებს და რეკომენდაციებს, რომელიც უნდა დაწესდეს ბაღებში, პირველ რიგში, იკრძალება მშობლების შესვლა ბაღის შენობაში. ბაღის თანამშრომლის მიერ უნდა მოხდეს ბავშვის მიღება და შემდგომი პროცედურების ჩატარება. გამოყოფილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევისთვის, თუ დღის განმავლობაში ბავშვს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა.
ბაღის პერსონალს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს პატარებთან ურთიერთობისას. წესდება შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებითაც. ვინაიდან მშობელი ვერ შევა შენობაში, ათი წუთით ადრე უნდა დარეკოს ბაღის თანამშრომელთან და მოითხოვოს ბავშვის გაყვანა“,-აღნიშნა ფერაძემ.
მისივე განმარტებით, მიღებულია რეკომენდაციები ბაღში ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებითაც, იკრძალება სათამაშოების წაღება სახლიდან და ასევე აკრძალულია ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექციაც შეუძლებელია.
დეტალური პროტოკოლი მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.
საბავშვო ბაღები 1 ოქტომბერს გაიხსნება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია