მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უკვე ცნობილია, რომ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და მართალია ჯერჯერობით საბოლოო რეგულაციები კვლავ უცნობია, ფაქტი ერთია, რომ 14 სექტემბერს დაანონსებული ბაღების გახსნა, ორი კვირით გადავადდა. თუმცა ამ პერიოდში, ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, აღსაზრდელები კუთვნილ პროდუქტს მაინც მიიღებენ.
„მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეს, რომ 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე გააკეთოთ საკვებით უზრუნველყოფა, როგორც ეს პანდემიის პირობებში ხდებოდა, რათა ბაღის აღსაზრდელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისი რაციონი, რაც უნდა მიეღოთ ამ ორი კვირის განმავლობაში, მიიღონ. მაქსიმალურად უზრუნველვყავით, მოაწესრიგეთ, გქონდეთ კომუნიკაცია მშობლებთან. როგორც წინა შემთხვევაში იყო, გქონდეთ ჩალაგებული პარკებში, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ სახლში წაიღონ და საკვები დაუმზადონ ბავშვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა