მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„პროტოკოლები, რომლებიც საჯარო და კერძო ბაღების გახსნასთან არის დაკავშირებული, უკვე მომზადებულია და რამდენიმე დღეში, დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება" - აღნიშნულის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ კერძო საბავშვო ბაღების სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრაზე განაცხადეს.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სააღმზრდელო დაწესებულებებს დეტალურად გააცნო ის რეკომენდაციები, რომლებიც მათივე აქტიური ჩართულობით შემუშავდა. საბოლოო პროტოკოლზე კერძო და საჯარო სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან აბსოლუტური თანხმობაა.
„იმისთვის, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებმა ოპერირება განაახლონ, უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება და ისინი, შრომის ინსპექციისა და სხვადასხვა საზედამხედველო უწყებების ჩართულობით შემოწმდება.
„ჩვენ გვესმის ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც დღეს იმ ბიზნესს აქვს, რომელიც აქამდე ჯერ კიდევ გაუხსნელი იყო. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საბავშვო ბაღების, კინოთეატრების გახსნის თარიღი უკვე ცნობილია. იმედი გვაქვს, რომ ამ სექტორების გახსნა იქნება მდგრადი და წარმატებული“, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, კი 1-ლი ოქტომბრიდან - საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები.
იხილეთ ასევე: ბაღებში მშობლების შესვლა აიკრძალება - რა შეზღუდვები დაუწესდებათ სააღმზრდელო დაწესებულებებს
ბაღის აღსაზრდელების კუთვნილ ორი კვირის პროდუქტს მშობლებს სახლში გაატანენ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა