სიახლეები
ეტალონი

Izrune.ge-ს ერთგული მერვეკლასელები მესტიიდან, ნაკრის საჯარო სკოლიდან
27-08-2020
-
+


ნინო რეზესიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის საჯარო სკოლაში წლებია მათემატიკას ასწავლის და მოსწავლეებიც აქტიურად ჰყავს ჩართული izrune.ge-ში; მართალია, 2019-2020 სასწავლო წელი უჩვეულოდ დასრულდა და მესტიისთვის არც ახლაა მარტივი პერიოდი პანდემიის გამო, თუმცა ნინო მასწავლებელს არც მაშინ დაუყრია ფარ-ხმალი და არც ახალი სასწავლო წლიდან აპირებს დანებებას. გარდა იმისა, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან, izrune.ge-ს „ახალ სეზონს“ სექტემბერში მოუთმენლად ელის თავის მოსწავლეებთან ერთად და დარწმუნებულია, სადამრიგებლო კლასი უამრავი წარმატებით არაერთხელ გაახარებს.

როგორ ემზადებიან ნაკრის საჯარო სკოლის მერვეკლასელები ნინო მასწავლებელთან ერთად izrune.ge-ს ტესტირებებისთვის და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, - ამის შესახებ თავად პედაგოგი, ნინო რეზესიძე გვესაუბრება. 

- სანამ izrune.ge-ს ერთგული გულშემატკივარი გავხდებოდი, „ეტალონის“ მასწავლებელი ვიყავი ნაკრის საჯარო სკოლაში... შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ ეს პროექტები ბავშვებს ძალიან უყვართ. მოგეხსენებათ, ჩვენთან განსაკუთრებული პირობები არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც Izrune.ge ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი, არა მხოლოდ ჩემი მოსწავლეები, ჩემი შვილებიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყოველ ტესტირებას.



- ზოგადად, რას ნიშნავს მოსწავლისთვის მსგავს პროექტებში მონაწილეობა, ქალბატონო ნინო?

- მთავარი ისაა, რომ ბავშვები ასეთ დროს დიდი ინტერესით ეკიდებიან წიგნებს, მუდმივად მეცადინეობენ, ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას, იძიებენ პასუხებს და ბევრად მოტივირებულები არიან, უკეთ ისწავლონ. კითხვები კი ისეა შერჩეული, პასუხები მართლაც უნდა იცოდეს მოსწავლემ, წარმატებულმა მოსწავლემ კი - მით უმეტეს.

- ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ახლოვდება და izrune.ge-ს ტესტებიც მალე დაიწყება

- პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ჩემი შვილები უკვე დარეგისტრირდნენ და პირველ ტესტირებას ელიან, სწავლის დაწყებამდე ჩემ სადამრიგებლო კლასსაც აუცილებლად ჩავრთავ, რადგან სწორედ ამ პროექტის დამსახურებით დავძლიეთ ბევრი წინააღმდეგობა დისტანციური სწავლებისას.



- რას გულისხმობთ?

- ახლანდელ თაობას ისედაც უყვარს კომპიუტერი და ტელეფონი, თუმცა სწორედ izrune.ge-ს დამსახურებით უკეთ დაეუფლნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ეს უნარები გადასარევად გამოიყენეს დისტანციური სწავლებისას.
გარდა ამისა, ნათლად ხედავენ, რომ ინტერნეტით სარგებლობისას, გართობის გარდა, ბევრი რამის სწავლაც შეძლება... ასე რომ, ვისაც ჩვენ სოფელში ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა, ყველა იყო ჩართული ონლაინ-სწავლებაში და არც izrune.ge-ს ტესტირებები გამოუტოვებიათ. მეტსაც გეტყვით, izrune.ge მასწავლებლებსაც ძალიან დაგვეხმარა, რადგან დისტანციური სწავლებისას ტესტებს ვადგენდით და არაერთი კითხვა გამოვიყენეთ.

ახლაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვემზადებით izrune.ge-ს ტესტირებისთვის. მჯერა, ჩემი სადამრიგებლო კლასი უამრავი წარმატებით გამახარებს, განსაკუთრებით ველი, რომ სტატუსს მიიღებენ. ისედაც მეგობრულები და ძალიან აქტიურები არიან და იმედია, izrune.ge სუპერ-კლასის ტიტულს მალე მიანიჭებს.

2020-2021 სასწავლო წლის პირველი სავარჯიშო ტესტი გააქტიურდება 3 სექტემბერს

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და განიხილეს შიშველთესლოვანი მცენარეების ძირითად მახასიათებლები

ღონისძიებამ დიდი მოწონება და ემოციური გამოხმაურება დაიმსახურა

კონკურსში მონაწილეობისთვის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება