მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან განაახლებდა მუშაობას, რა თქმა უნდა, გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საზოგადოებაში უკმაყოფილება გაჩნდა, რადგან მშობლების უმეტესობას ჰქონდა მოლოდინი, სააღმზრდელო დაწესებულებები ბევრად ადრე გაიხსნებოდა; განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ კერძო ბაღები, რომლებიც თვეებია არ ფუნქციონირებენ, შემოსავალი არ გააჩნიათ და სწორედ აქედან გამომდინარე, ითხოვდნენ, სამ სექტემბერს განეახლებინათ მუშაობა.
როგორც Etaloni.ge-ს კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელმა, პავლე ქალიაშვილმა განუცხადა, მათ შრომის ინსპექციის უფროსი, ბექა ფერაძე დაპირდა, რომ რეგულაციების დაკმაყოფილების შემთვევაში, კერძო ბაღები სექტემბერში გაიხსნებოდა და რადგან, უკვე გარკვეულია - პირველ ოქტომბრამდე არც საჯარო და არც კერძო სააღმზრდელო დაწესებულებები არ გაიხსნება, პავლე ქალიაშვილი იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის წინაშეც კერძო დაწესებულებები აღმოჩნდება.
არსებული რეგულაციები, რომლებიც ბაღებისთვის შემუშავდა, ჩვენთვის მისაღებია, მიუღებელია მხოლოდ ის, რომ ბექა ფერაძემ მოგვცა გარანტია, ფუნქციონირებას დავიწყებდით 1 სექტემბრიდან და ეს პირობა არ შესრულდა. ისედაც ექვსი თვე არ გადაგვიხდია იჯარის თანხები და ახლა მეიჯარეებს ვადა პირველ ოქტომბრამდე ვთხოვოთ, ჩვენი მხრიდან ცოტა არასერიოზულად გამოჩნდება.
- რას აპირებთ, თუ თქვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება?
- იძულებულები გავხდებით, თვითნებურად გავხსნათ კერძო ბაღები სამ სექტემბერს, ისევ და ისევ, ვიმეორებ, არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელთა ნაწილს - პირბადისა და თერმოსკრინინგის გარდა, ისედაც ვასრულებდით.
- კანონიერი უფლება გაქვთ, ვადაზე ადრე გახსნათ ბაღები?
- რა თქმა უნდა, არ გვექნება კანონიერი უფლება, თუმცა, მოგვიწევს გახსნა იმ პროტოკოლის გათვალისწინებით, რაც მოგვაწოდა შრომის ინსპექციამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია