მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ევროპა რთულ ფაზაში შედის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე საკლასო ოთახები კორონავირუსის გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს არ ასრულებდა, სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ ახალგაზრდები დიდ თავყრილობებზე გარშემომყოფებს ასნებოვნებენ.
„არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ადამიანები ამ ვირუსით იღუპებიან, მაგრამ ეს არის ტორნადო გრძელი კუდით“,- განმარტა კლუგემ.
„ვიცით, რომ ვერ გავიხსნებით, პირველ რიგში, სკოლების გახსნის გარეშე. ასე რომ, აქ საკვანძო ამოცანა არის ის, რომ ეს ბევრით დამოკიდებულია საზოგადოებაში კორონავირუსის გავრცელების დონეზე. ამიტომ ძირითადი ზომები გამოყენებული უნდა იყოს ყველგან”,- ხაზგასმით აღნიშნავს ჰანს კლუგე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება