სიახლეები
საინტერესო

რა ფუნქციებს შეითავსებენ დამრიგებლები ახალი რეკომენდაციებით?
29-08-2020
-
+


ახალ სასწავლო წელს მასწავლებლები განსხვავებულ პირობებში ხვდებიან. კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს.

რეკომენდაციების ჩამონათვალი ვრცელია და როგორც პედაგოგები ამბობენ, რთულად შესასრულებელიც. სკოლის ადმინისტრაციამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სწავლების როგორ მოდელს აირჩევს, ვის დაავალებს თერმოსკრინინგს, გახსნის თუ არა სკოლაში ბუფეტებს/სასადილოებს და ა.შ. დირექტორები სკოლის დასუფთავება-ჰიგიენის საკითხშიც გამოწვევის წინაშე არიან.

როგორც etaloni.ge-ს დირექტორებმა განუცხადეს, ახალი რეკომენდაციებით დამრიგებლებსაც მოემატებათ საქმე და ვალდებულებები.

კერძოდ, სკოლების ნაწილმა უკვე გადაწყვიტა, რომ თერმოსკრინინგში დამრიგებლები იყვნენ ჩართულები და თითოეულმა მათგანმა სადამრიგებლო კლასის ბავშვებზე აიღოს პასუხისმგებლობა და ყოველდღიურად აკონტროლოს მათი ტემპერატურა. დამრიგებლების ახალ ფუნქციებზე თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს გავესაუბრეთ, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა იმიტომ ისურვეს, რომ სკოლაში მიმდინარე ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ:

„ახალი რეკომენდაციების მიხედვით დამრიგებლებმა უნდა აკონტროლონ ბავშვების მდგომარეობა, თუ არ გამოცხადდა სკოლაში, უნდა დაუკავშირდნენ მშობელს, გაიგონ მიზეზი - ეს ყველაფერი ახალი არაა, აქამდეც ასრულებდნენ დამრიგებლები ამ ფუნქციებს, თუმცა ამჯერად სიახლე ისაა, რომ მათ დაევალებათ თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა თერმოსკრინინგიც. ალბათ, ყველაზე მარტივია, სკოლის შესასვლელში რიგების თავიდან ასაცილებლად დამრიგებლებმა აიღონ ეს ფუნქცია თავის თავზე“.

„ვფიქრობ, თერმოსკრინინგი მანდატურთა სამსახურის დახმარებით უნდა განხორციელდეს. თუ ასე არ იქნება, მაშინ ჩემი მოადგილეები და კლასის დამრიგებლები შეასრულებენ ამ ფუნქციას“.

„ექიმიც გვყავს, მაგრამ დამრიგებლებიც გარკვეულ ფუნქციებს აიღებენ საკუთარ თავზე. ჩვენთან სიცხესაც დამრიგებლები გაუზომავენ ბავშვებს, ეს ფუნქცია მათ გადაუნაწილდებათ. მხოლოდ ექიმი ვერ გაუმკლავდება ამ დავალებას“.

გარდა თერმოსკრინინგისა, ზოგიერთი სკოლის დირექცია უკვე შეუთანხმდა დამრიგებლებს, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა საკუთარ თავზე აიღონ და ყოველი გაკვეთილების ბოლოს ბავშვებთან ერთად დაალაგონ კლასი, რადგან დამლაგებელთა მცირე რაოდენობა სველი წერტილების დალაგებასაც ვერ აუვა.

„ვფიქრობთ, რომ მორიგეობის რეჟიმი შევიმუშაოთ და დამლაგებლებს მივეხმაროთ. საბაზო და საშუალო საფეხურზე მშობლებთან გავიარეთ კონსულტაცია. ყველა მოსწავლე ეცდება, რომ როგორც კი დამთავრდება საგაკვეთილო დრო, თავისი ადგილი დაალაგოს მაშინვე დამრიგებელთან ერთად, დამრიგებლები კი ყველას მხარში ამოუდგებიან, იმიტომ რომ შეუძლებელია გაუძლონ დამლაგებლებმა ასეთ დატვირთვას“.

„ცვლებს შორის დამლაგებლები ერთობლივად დაალაგებენ ყველაფერს. დასუფთავებაში ჩართული იქნებიან კლასის ხელმძღვანელებიც, სკოლის ხელმძღვანელობაც და ერთობლივად გადაიჭრება ეს პრობლემა“.

განსაკუთრებით საინტერესოა ერთ-ერთი დირექტორის მოსაზრება, რომ ბუფეტთან რიგების თავიდან ასაცილებლად დამრიგებელმა აკრიბოს ფული და შეუძინოს სადამრიგებლო კლასის ბავშვებს საკვები. დირექტორების ნაწილი კი ბუფეტებთან რიგების დასარეგულირებლად კლასების ხელმძღვანელების ჩართვას აპირებს.

„5-10 წუთიან დასვენებაზე კვება უნდა მოასწრონ ბავშვებმა და ამ დროს ზღვა რაოდენობის ბავშვი აწყდება ბუფეტებს, როგორ უნდა დავარეგულირო და დავიცვა დისტანცია? ძნელია მშიერ ბავშვებში დისტანციის დაცვა. დამრიგებლებს გავესაუბრები და ისინი ჩავიდნენ და აუტანონ კლასში ბავშვებს საკვები. ყიდვა რომ შეძლოს მხოლოდ დამრიგებელმა. ფულის მოგროვება სკოლაში არ შეიძლება, მაგრამ ეს საკითხი როგორმე უნდა დავარეგულიროთ, ან მშობლებმა იმორიგეონ ამ საკითხზე“.

„ბუფეტებში რიგის დაცვისთვის მორიგეები იქნებიან მანდატურები და დამრიგებლები. დამრიგებლები შეითავსებენ ასევე მოსწავლეთა თერმოსკრინინგს, მათვე მოუწევთ მერხების დეზინფექცია, ეს გადაწყვეტილია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი დამლაგებლები სველი წერტილების დალაგებასაც ვერ მოასწრებენ გათვალისწინებულ მცირე დროში“.

სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. პანდემიის გამო სკოლების ადმინისტრაციებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად სკოლაში წესების დაცვა და ფუნქციების გადანაწილება დირექტორებს მიანდო. რომელი დირექტორი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვის დაევალება თერმოსკრინინგი, ვის - ბუფეტებთან რიგის კონტროლი და ვის - სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებზე ზრუნვა, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. სკოლების ხელმძღვანელებმა სასწავლო წლის დაწყებამდე საკუთარი გადაწყვეტილება რესურსცენტრებს უნდა წარუდგინონ და თანხმობა მათგან მიიღონ.


იხილეთ ასევე: საკლასო ოთახებს ყოველდღიურად მოსწავლეები და მათი მშობლები დაალაგებენ? - გახდება თუ არა ახალი რეგულაციები განხეთქილების მიზეზი

იქნება თუ არა შაბათი სასწავლო დღე და გაიხსნება თუ არა სკოლებში ბუფეტები? - დირექტორების კომენტარები

დამლაგებლების არსებული შტატი ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას - რა საფრთხეებს ხედავენ სკოლის დირექტორები ახალ რეკომენდაციებში?


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება