სიახლეები
საინტერესო

როგორ ვასწავლოთ პირბადით: ხრიკები მასწავლებლებისთვის
11-09-2020
-
+


15 სექტემბერს მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაბრუნდებიან. ამას, როგორც მოსწავლეები, ისე მათი მშობლები და მასწავლებლები დიდხანს ელოდნენ. მაგრამ სასწავლო პროცესი ახალი წესებით განახლდება. ახალი რეკომენდაციებით, მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ საგაკვეთილო პროცესის დროს მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.

იხილეთ რეკომენდაციები სრულად

თუ როგორ უნდა ასწავლოთ პირბადით? გთავაზობთ გამოცდილი უცხოელი ექსპერტების რჩევებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ შეგიძლიათ იყოთ ეფექტური მასწავლებელი, ნიღბითაც კი. 

გაივარჯიშეთ სახლში

East Carolina University-ის წარმომადგენელი პემ ჰოპკინსი მასწავლებლებს ურჩევს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე პირბადით საუბარს მიეჩვიონ. შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე კომფორტული ნიღაბი - სამედიცინო ერთჯერადი ან მრავალჯერადი, გაიკეთეთ ის სახლში და ივარჯიშეთ საუბარში რამდენიმე საათის განმავლობაში.

დადეთ ტელეფონი 1- 1,5 მეტრის მოშორებით, წაიკითხეთ მოკლე ლექცია და ჩაიწერეთ. შემდეგ ნახეთ ჩანაწერი: კარგად ისმის თუ არა თქვენი ხმა, გასაგებია თუ არა თქვენი სიტყვები? ასე თქვენ შეძლებთ თავი წარმოიდგინოთ თქვენი მოსწავლეების ადგილზე და შეიტყობთ, რა უნდა შეცვალოთ საუბარში.

ისწავლეთ დიაფრაგმით სუნთქვა

დიაფრაგმული სუნთქვა - სწორედ ისაა, რაც სჭირდება მასწავლებელს, რომელიც გაკვეთილს პირბადით ატარებს. სწორი სუნთქვა ძლიერი ხმის მხარდამჭერია. იმის შესამოწმებლად ნამდვილად სუნთქავთ თუ არა ღრმად, დაიდეთ ხელის მტევანი მუცელზე და შეიგრძენით, როგორ ფართოვდება ნეკნები და მოძრაობს დიაფრაგმა. სწორი სუნთქვა ხმის საჭირო სიძლიერეს და სიმაღლეს სახმო სიმების დაძაბვის გარეშე მოგცემთ. 

ისაუბრეთ ნაკლები

20 წლიანი გამოცდილების მქონე ამერიკელი მასწავლებელი მაიკლ ლინსინი თვლის, რომ ჩვეულებრივ მასწავლებლები „საუბრობენ“ მთელი გაკვეთილი: ძალიან ბევრს ხსნიან, შემდეგ კი იღლებიან. ამიტომ სწორედ რომ დროა ბავშვებს მივცეთ მეტი ავტონომია, მასწავლებელმა კი ნაკლები ილაპარაკოს.

დაე თქვენი საუბარი იყოს მოკლე, მარტივი და მკაფიო. რადგან ბავშვები თქვენს სახის გამომეტყველებას და მიმიკას ვერ ხედავენ გაამყარეთ სიტყვები ჟესტებით და სხეულის ენით: ის რასაც თქვენ აჩვენებთ, იქნება ბევრად ეფექტური, ვიდრე ის, რასაც თქვენ იტყვით. ამასთან, არ დაგავიწყდეთ მხედველობითი კონტაქტი - ის ყოველთვის მნიშვნელოვანია პედაგოგსა და მოსწავლეს შორის სანდო და მეგობრული ურთიერთობის დასამყარებლად, ახალ პირობებში კი კავშირის საკვანძო ფაქტორი ხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ მხედველობითი კონტაქტი - არავერბალური კომუნიკაციის ეფექტური არხია.

დაე თქვენმა პირბადემ გაიღიმოს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და განათლების ექსპერტები გაკვეთილზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ თუ მოსწავლეები ვერ ხედავენ მასწავლებლის სახის ნახევარს, მიმიკას და იმას, თუ როგორ წარმოითქმის სწორად ბგერები და სიტყვები, ეს მათ მიერ ინფორმაციის აღქმის დონეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. განსაკუთრებით აქტუალურია ეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის და უცხო ენების გაკვეთილებზე.

შესაძლებელია მოიძიოთ გამჭვირვალე ჩანართიანი ნიღაბი: ასე ბავშვები შეძლებენ დაინახონ, როგორ მოძრაობს მასწავლებლის ტუჩები საუბრის დროს. თუ თქვენ ასეთი არ გაქვთ, შესაძლებელია თითოეულ ჯერზე დაახატოთ სასაცილო ღიმილი სამედიცინო ნიღაბზე - ეს თქვენს მოსწავლეებს ნამდვილად გაახალისებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება