სიახლეები
სკოლები

„ასეთი ძალისხმევის შედეგად მოვედით დღემდე“ - დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფლის ისტორიას გვიამბობენ
31-08-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი - ნინო დოხტურიშვილი მოსწავლე დებს - ინეზა და მეგი შაინიძეებს წარმოგვიდგენს, რომლებიც დისველის ისტორიას გვიამბობენ: 

დისველის ისტორია

დისველი საჯარო სკოლის გამორჩეული მოსწავლეები,  დები, ინეზა შაინიძე (12 კლასი) და მეგი შაინიძე (10 კლასი), გვიამბობენ  მათთვის საყვარელ და მისაბაძ სამკვიდრებელზე, უფრო კონკრეტულად კი, სოფელ დისველზე. რუდუნებით გადმოგვცემენ ამბავს, რომელმაც წლებს გაუძლო და სიამაყით გვივსებს გულებს. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა, ურთიერთგატანა, პატივისცემა, რამაც მოსახლეობა ფეხზე დააყენა და წელში გამართა. როგორც ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით, ასევე საგანმანათლებლო განვითარების წინსვლით!

დები გამოირჩევიან განსაკუთრებული მონდომებით, სასკოლო საგნების  მიმართ, იჩენენ დიდ ყურადღებას ყოველგვარი სიახლისა და წამოწყების მიმართ. ინეზა შაინიძემ დისველის სკოლა ასახელა „ეტალონის“ სასკოლო პროექტშიც, არის მობილიზებული საკუთარი ნიჭის კონცენტრირებისა და  განათლების ზრდის კონტექსტში. მეგი არის ძალიან ყურადღებიანი და პასუხისმგებლობით ეკიდება როგორც საშინაო, ასევე კლასგარეშე წამოწყებებს. ორივე  გაწევრიანებულია ეკო-კლუბში და  წარმატებული მოსწავლეა. დღეს კი, მათი ინიციატივით, მოგითხრობთ მკვიდრი სოფლის საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებს.

„სოფელი დისველი დაარსდა 1989 წელს, ხოლო  სოფლის სტატუსი მიიღო  2011  წელს. ჩვენ აქ 90-იან წლებში , ტრაგედიის შედეგად ჩამოგვასახლეს. ხულოს  მუნიციპალიტეტში, სოფელ წაბლანაში ეკოლოგიური ტრაგედია 1989 წელს, 19 აპრილს მოხდა , უეცრად ჩამოწოლილმა მეწყერმა მთის მთლიანი კალთა მოწყვიტა  და სოფელი წაბლანის ერთი უბანი, ჩანჩულიხევი  მეწყერის ქვეშ მოაქცია,თავის სახლებიან-საქონლიანად. ყველაფერი რამოდენიმე წუთში მოხდა, მძინარე ადამიანებმა გამოღვიძებაც კი ვერ მოასწრეს, მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის იყო სამი ბავშვი. არსებული ვითარების გამო, მტკიცედ გადაწყდა მოსახლეობის ჩასახლება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დისველში, სადაც  დასახლებული პუნქტი, 320 ოჯახით უნდა დაკომპლექტებულიყო, თავისი ინფრასტრუქტურით და  ყოველგვარი საარსებო მინიმუმით. 2-3 წელი მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები,  მაგრამ ამასობაში,  საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველაფერი გაჩერდა  და დღემდე სოფელი აღმშენებლობის  გარკვეულ ეტაპზეა. ამის მიუხედავად, აჭარიდან ჩამოსვლა მაინც  მოგვიწია, რადგან გეოლოგების დასკვნით, ჩვენი სოფელი საცხოვრებლად  ყოვლად გამოუსადეგარი იყო. იქიდან ჩამოსულმა ხალხმა საქონლის მოშენება და დაუმთავრებელი სოფლის მშენებლობის  გაგრძელება გადაწყვიტა. წარმოიდგინეთ, არც ერთი სახლი არ იყო დასრულებული - ნაწილი გადასახური, ხოლო დანარჩენი ყოვლად მოუწყობელი. ასეთ პირობებში შესახლდა ხალხი და  გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობებით სახლებისა და სოფლის მშენებლობა. სწორედ ასეთი ძალისხმევის შედეგად მოვედით დღემდე  და ვცდილობთ, ღირსეულად განვაგრძოთ ცხოვრების გზა.

 მეგი და ინეზა შაინიძეები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება