მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა, გრანტი კი 6 550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა.
„2020 წელს 29 614 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. მე ვულოცავ მათ და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. რაც შეეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც კონკურსს გამოეთიშნენ, საკმაოდ რთული და დაძაბული პერიოდი იყო და ვფიქრობ, მათ ამის გამო არ უნდა დაკარგონ მოტივაცია. მომავალში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა კვლავ ექნებათ“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
გორგოძემ გრანტის პროცენტული განაწილების შესახებაც ისაუბრა:
„რაც შეეხება გრანტის განაწილებას, გრანტი მიიღო 6 550-მდე აბიტურიენტმა. აქედან 100% დაფინანსება ათასზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი დაფინანსება 1500-მა, ხოლო 50%-იანი გრანტი 4000-ზე მეტმა მოიპოვა“, - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
როგორც სოფიო გორგოძე 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდების შეჯამებისას აღნიშნავს, წინა წელთან შედარებით ჩარიცხულთა რაოდენობა გაზრდილია.
„შარშან რეგისტრირებული აბიტურიენტების 71% გახდა სტუდენტი, წელს უმაღლესში სწავლის გაგრძელების უფლება 75%-მა მოიპოვა“,- აღნიშნა გორგოძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია