მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლები ახალ სასწავლო წელს განსხვავებულ პირობებში ხვდებიან. პანდემიის გამო, კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად დირექტორებმა უკვე მიიღეს რეკომენდაციები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან. სასწავლო პროცესის დროს გასათვალისწინებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა გამოსაყენებელი ნივთების შეზღუდვა.
საინტერესოა რომელ ნივთებს აკრძალავენ სკოლებში?
რეკომენდაციების მიხედვით, სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, სკოლაში აღარ უნდა გამოიყენებოდეს. მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ პედაგოგები.
ასევე, მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრვალჯერადად გამოსაყენებელი ნივთებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშაონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ.
საინტერესოა, გამოიყენებენ თუ არა ახალ სასწავლო წელს საკლასო ოთახში ცარცს, რომლის დეზინფექციაც შეუძლებელია. ამ შეთხვევაში ან საერთოდ უნდა აიკრძალოს ეს ნივთი ან ბავშვებმა უნდა იქონიონ საკუთარი ცარცი. მნიშვნელოვანია ისი, თუ ვინ შეძლებს გააკონტროლოს, რომ მოსწავლეებმა ერთმანეთს არ ათხოვონ ისეთი ნივთები, როგორიცაა კალამი, ფანქარი, სახაზავი და ა.შ.
გარდა ამისა, საფრთხის შემცველი ერთ-ერთი ნივთი ჟურნალია. რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი - მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი - ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი გამოყენება ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება.
ვინ და როგორ გააკონტროლებს ამ შეზღუდვებს, გაურკვეველია. ფაქტია, საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა პანდემიის ფონზე სარისკო გადაწყვეტილებაა.
იქნება თუ არა საფრთხის შემცველი სკოლების გახსნა, ამის შესახებ კომენტარი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც გააკეთა.
„რეგულაციების შემსუბუქების პროცესში რისკი ინფექციის გავრცელებისა იზრდება, მაგრამ ქვეყნები და ეკონომიკა ჩაკეტილი ვერ იქნება. კორონავირუსი არ დამთავრდება ერთ და რამდენიმე თვეში, ის საფრთხეს შეგვიქმნის კიდევ მინიმუმ ერთი წელი“, - აღნიშნა გამყრელიძემ და მშობლებსა და სკოლის ხელმძრანელებსაც მიმართა:
„მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ექნება ტემპერატურის მატება ან რამე რესპირაციული სიმპტომები. აუცილებლად დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელობას, რომ იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და არ დაუშვან მომატებული ტემპერატურით ბავშვი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.